სახლში გვიან დაბრუნდა,ციოდა გარეთ,სულ გაიყინა.სიცივეს ვერ გრძნობდა ისე როგორც იმას რომ გაშეშებული იყო,გამშრალი და თითქოს ეს უფრო აძლიერებდა.

ხშირად  დადიოდა ასე, გრძელი გზა ჰქონდა სავალი,ცოტა საშიშიც,რამდენჯერმე შეჩერდა გზაში და ირგვლივ მომოიხედა,უკან დაბრუნებაზე არც უფიქრია,იცოდა ყველაფრად უღირდა იქ მისვლა.

მივიდოდა და რა? არც არაფერი,უაზრობაა მისჩერებოდე მიწას და რამეს ელოდე.გრძნობდა რაღაცნაირად აწყნარებდა ამ მიწის ყურება, იცოდა იქ რაც იყო, რა უნდა ყოფილიყო თუ არა მისი სხეულის ნაწილი,უფრო სწორედ თვითონ იყო იმის მთლიანობა რაც ახლა ამ მიწის ქვეშ ეგულებოდა, უფრო სწორად რისი ნარჩენებიც ალბათ. გულს ურევდა ამაზე ფიქრი, ძნელია ამის ბოლომდე გააზრება და ფიქრი, არავის არ შეუძლია,მას არ შეეძლო.

ხუთი წელი გადის_ფიქრობდა ის, იანვარში ხუთი წელი გადის. როგორ, ხუთი წელია უკვე მის გარეშე ვცხოვრობ? ხუთი წელი…ხუთჯერ 365.

თან ქვას ტილოს უსვამდა, დაიხარა და ზედ დაეყრდნო, თბილი იყო ქვა, ეს შავი ლოდი მზით სასიამოვნოდ გამთბარიყო..

,,უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მხევალი ღვთისა

…. ………….”

სძულდა აქ ამ სახელის და გვარის ყურება, ტილოს გამეტებით უსვამდა თითქოს წაშლიდა წარწერას იქიდან,უნდოდა წაეშლა, უსვამდა და უსვამდა, მერე ტილო დააგდო და ფრჩხილებით დაიწყო ქვის კაწვრა, რომ მიხვდა ფრჩხილები ტკიოდა თავი დაანება,ცრემლები წასკდა, დანებდა და ჩაიჩოქა….აზრი არ ჰქონდა არაფერს, აზრი აღარ ჰქონდა მას მერე რაც ამ ლოდზე ეს სახელი დაიწერა..

თბილი იყო ქვა,ქარი უბერავდა .ჩაჩოქილი ქვას ეყრდნობოდა, ათბობდა, სძულდა..

დიდი ხანია არ უტირია, ვერ მიეჩვია რომ როცა  ამოდიოდა ოჯახის წევრებთან ერთად, მაშინ უნდა გახსენებოდა მისი თავი და მაშინ ეტირა, არ შეეძლო, გულიდან არ მოდიოდა.

როცა გულიდან ამოსვლა უნდოდათ გრძნობებს,მაშინ ამოდიოდა აქ მარტო, იჯდა და ჩაჰყურებდა მიწას, უყურებდა სხვების ,,სახლებსაც”, უყურებდა დარგულ ყვავილებს.. რატომღაც ამ ადგილას, მის ,,სახლში” ყოველთვის ყვაოდა ყვავილები, რა ამინდშიც და რა სეზონზეც არ უნდა დაერგო მაინც ხარობდა.

იჯდა და ელაპარაკებოდა, უფრო თავს იმართლებდა თავისი წინა ღამის საქციელის გამო.. ცოცხალთან არ ჰქონია გულახდილი საუბრები ასე ხშირად,ახლა თითქოს უფრო გამარტივდა ყველაფერი,იმიტომ რომ ის ყველაფერს ხედავდა და ახსნა აღარ უწევდა. ხშირად უფიქრია, რომ ეს არაა ნორმალური საქციელი, ალბათ არაა ნორმალური როცა მიწაზე წვები და ცას უყურებ რათა გაიგო რას ხედავს ის ქვემოდან. არც ისაა ნორმალური როცა ყვირიხარ, წიხლებს მიწას ურტყამ და ჩასძახი: ,,ეს გინდოდა? ამისთვის დამტოვე? ასე უნდა ვიცხოვრო? კარგი რამე გააკეთე? მადლობა! ყველაფრისთვის მადლობა! შენი ბრალია ყველაფერი,შენი ბრალია მე რომ ასეთი ცხოველი გავხდი, შენი ბრალია რომ ყველა მძულს, შენი ბრალია რომ არაფერი მიხარია,შენი ბრალია რომ…. შენი ბრალია, შენი ბრალია…..”

მერე ხვდება რომ ეყო, საკმარისად დაიხარჯა, დაიცალა, დაიღალა, შეეცოდა…

ადგა ჩანთა აიღო და თავჩაღუნული დაღმართზე დაეშვა, მისი ბრალი არ იყო…

მზე ჩავიდა, შავი ქვა გაცივდა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s