Archive for ოქტომბერი, 2011

ცელი :D

Posted: ოქტომბერი 31, 2011 in და სხვა
ტეგები:, ,

რაღაცის დაწერას ვცდილობ, ვცდილობ სათქმელის თქმას მარტივად, გამართულად, გასაგებად, გლამურულად…=)) არ გამოდის, ისევ ჩემებურად ვიტყვი.

ძირითადად ქეთუსია ფიქრობს ხოლმე ბევრს,  ლაპარაკობს ცოტას (თუ ძაან კარგ ხასიათზე არაა) და იმ ნაფიქრალის 2%–ს, ანუ  ცოტას წერს (ამ ბოლო დროს განსაკუთრებით).

რატომღაც ეს დღეები ავიკვიატე ,,ბოლო დღეები”.

რისი, ვისი, რატომ_ ეს უკვე აღარ ვიცი..

უბრალოდ ხშირად ვფიქრობ ბოლო დღეებში ბოლო დღეებზე..=))

მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობას თუ დაკვირვებიხართ? როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს,როგორ ეფერებიან,როგორ ზრუნავენ,როგორ თბილად ექცევიან გარშემომყოფებს?

მე ვფიქრობ, იმიტომ ხდებიან ასეთები, რომ იციან, ბევრი აღარ დარჩათ და რა თქმა უნდა თუ გონიერებაც ჰყოფნით, თბილები ხდებიან..

რა მოხდებოდა, ყველანი ისე რომ ვცხოვრობდეთ, თითქოს ეს ჩვენი ბოლო დღეა?? ეჰ კარგი იქნებოდა, კარგი..

არასოდეს მიფიქრია, რომ იმ ბოლო დღეს ვინმესთვის სამაგიეროს გადახდას მოვინდომებდი, ძველ წყენას გავუხსენებდი ან ვინმეს დასჯას მოვინდომებდი, არ ვიზამდი ამას..

ვითომ იმიტომ ხდებიან ადამიანები სიცოცხლის ბოლოს სათნოები რომ სიკვდილის შიში უმძაფრდებათ?

ქეთუსიას არ ეშინია სიკვდილის..

ანუ თამამად შემიძლია ვიბოროტო, ვიშურო, ვიგინო, ვიმრუშო, ვიჩხუბო და ვსვა!!!! 😀

არ გახდეთ კარგები მხოლოდ იმის გამო, რომ მალე დაიხოცებით, თუ სიკარგე გინდათ ისე იყავით, მომავალზე ფიქრის გარეშე.

ნუ ჩააწყობთ მომავალს!

ნურც სიკვდილს 😉

გაუმარჯოს სიცოცხლეს! =))

AMBULANCE

Posted: ოქტომბერი 29, 2011 in მე მე მე
ტეგები:,

ECNALUBMA _ყველას გინახავთ ფურგონიანი ავტომობილი ამ წარწერით,აი ის,ამაზრზენ ხმას რომ გამოსცემს,ისეთს,რომელსაც ვერსად დაემალები,ყველგან წვდება ყურს,რაც არ უნდა შორიდან მოგესმას,მაინც გაარჩევ..

გაარჩევ და გაგაჟრჟოლებს… თვლწინ კადრებს ხედავ, ნაწილ-ნაწილ, თანმიმდევრობით…ხედავ როგორ გაკანკალებს მოუთმენლობისგან, სასწრაფო იგვიანებს..

შენ ისედაც იცი,რომ მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, ეს შენი სხეულის ყველა ნაწილმა იცის,რომელიც ასე კანკალებს მათ ლოდინში. შენ გრძნობ,რომ ეს ბოლო იმედია,რომელსაც ებღაუჭები,მათ მართლა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ,მხოლოდ ტკივილს თუ შეუმსუბუქებენ..

და როდესაც ოთახიდან გულშეღონებული ექიმი გამოყავთ,რომელმაც ვერ მოახერხა მისთვის გამაყუჩებლის გაკეთება როდესაც მისი სახე დაინახა,შენ ხვდები,რომ ყველაფერი დამთავრდა…

კანკალმაც გაგიარა,ახლა მშვიდი ხარ,შედიხარ და მის ხელს შენს ხელებში ათავსებ,ღიმილით უყურებ იმ სახეს რომელმაც ექიმიც კი შოკში ჩააგდო…ხელზე ხელს უჭერ,მან უნდა იცოდეს რომ აქ ხარ.მან იცის რომ ეს შენ ხარ,ორი თვეა რაც თავთან უზიხარ და ასე გიჭირავს მისი ხელი მთელი დღე.

რამდენი დარჩა? _სულ ამაზე ფიქრობ

რამდენი დარჩა….

რამდენი დარჩა…._საკუთარი გულის ცემის რიტმში ჰყვები ამ ფიქრს.

იცი რა თქვა იმ ექიმმა შენი ოთახიდან გულშეღონებული რომ გამოიყვანეს?

გაძლებას გისურვებთო…

გასაძლები რა იყო შენში?!

გაუსაძლისი მერე დაიწყო, შენ გარეშე…

მას მერე ასეა, ამ მანქანების დანახვისას მაჟრიალებს და ვერ ვფიქრობ რომ ისინი ვინმეს გადასარჩენად მიდიან, ვფიქრობ რომ ისინი მიდიან ჩემნაირებთან,რათა გაძლება უსურვონ…


რამდენიმე დღეა ვფიქრობ, რომ რაღაცის დაწერა არ მაწყენდა, კონკრეტული ვერაფერი მოვიფიქრე, არ მიყვარს ძალით პოსტების წერა, თუ თავისით არ მოვიდა ვერ დავწერ, არ გამოვა ნამდვილი. ხოდა მეც ველოდი მუზას, ველოდი მთელი ათი დღე და დღეს ვნახე ვიდეო ,რომელმაც განსაზღვრა ჩემი პოსტის თემა და შინაარსი.  (არ ვიცი როგორ უნდა ჩავსვა ვიდეო :დ) ალბათ მინახავს ამაზე უფრო ამაღელვებელი ვიდეოებიც,მაგრამ..

ბევრჯერ მინახავს და წამიკითხავს ისეთი რამე, რომ მიფიქრია, რატომ არ ვარ უკეთესი, რატომ არ შემიძლია ვიყო უფრო კეთილი, თბილი, მოსიყვარულე, უბრალო და დადებითი, ეს ხომ ისეთი ადვილია…რა მიშლის ხელს? არც არაფერი, საკუთარი ეგოისტობა და ბოღმა,რომელიც  მახრჩობს. სხეულში, რომელშიც ვცხოვრობ,სული მეხუთება…

არ ვიცი  რა ჰქვია ამ შეგრძნებას ან რატომ მოდის ჩემთან ასე იშვიათად და მალევე მტოვებს, ამ დროს ვხვდები ხოლმე რომ ადამიანი ვარ, ვგრძნობ ხოლმე რომ რაღაც ჩემზე მეტი და ძვირფასი მმართავს, მართავს ჩემს გონებას და მე ეს მომწონს.

რატომ არ შემიძლია ადამიანებს ყველაფერი ვაპატიო, რატომ არ შემიძლია მათ თვალებში ჩავხედო და ვუთხრა: არ იდარდო, არაუშავს რომ მაწყენინე, არაუშავს რომ მიმატოვე, მერე რა, რომ არ გიყვარვარ, მერე რა, რომ გული მატკინე, არაუშავს თუ დამცინე, არაუშავს თუ დამამცირე…

სამწუხაროდ,როგორც უკვე აღვნიშნე მხოლოდ განსაკუთრებული ზემოქმედების დროს ვფიქრობ ამაზე და მალევე ვასრულებ ფიქრს, იმიტომ, რომ ჩემში ცუდი უფრო მეტია და ის ყოველთვის იმარჯვებს.

ძირითადად კი თქვენი ქეთუსია ბოროტი და შურიანი გოგოა, სძულს გარემო რომელშიც ცხოვრობს, ვერ ისვენებს,სულ რაღაცას ეძებს, იტანჯავს თავს და აწამებს სხვებსაც. ალბათ სწორედ ამიტომ არ ჰყავს ბევრი მეგობრები და ვინც ჰყავს იმათიც ძალიან უკვირს რომ უძლებენ.

კიდევ რა? კიდევ ის რომ:

ხანდახან მინდა უანგარო სიყვარული შემეძლოს

ხანდახან მინდა  ცოცხალი იყო

ხანდახან მინდა  პატარა ვიყო

ხანდახან მინდა  მყავდეს ადამიანი რომლის გამოც შევიცვლები

ხანდახან მინდა კარგი ვიყო

ეს ყველაფერი მხოლოდ ხანდახან…


სახლში გვიან დაბრუნდა,ციოდა გარეთ,სულ გაიყინა.სიცივეს ვერ გრძნობდა ისე როგორც იმას რომ გაშეშებული იყო,გამშრალი და თითქოს ეს უფრო აძლიერებდა.

ხშირად  დადიოდა ასე, გრძელი გზა ჰქონდა სავალი,ცოტა საშიშიც,რამდენჯერმე შეჩერდა გზაში და ირგვლივ მომოიხედა,უკან დაბრუნებაზე არც უფიქრია,იცოდა ყველაფრად უღირდა იქ მისვლა.

მივიდოდა და რა? არც არაფერი,უაზრობაა მისჩერებოდე მიწას და რამეს ელოდე.გრძნობდა რაღაცნაირად აწყნარებდა ამ მიწის ყურება, იცოდა იქ რაც იყო, რა უნდა ყოფილიყო თუ არა მისი სხეულის ნაწილი,უფრო სწორედ თვითონ იყო იმის მთლიანობა რაც ახლა ამ მიწის ქვეშ ეგულებოდა, უფრო სწორად რისი ნარჩენებიც ალბათ. გულს ურევდა ამაზე ფიქრი, ძნელია ამის ბოლომდე გააზრება და ფიქრი, არავის არ შეუძლია,მას არ შეეძლო.

ხუთი წელი გადის_ფიქრობდა ის, იანვარში ხუთი წელი გადის. როგორ, ხუთი წელია უკვე მის გარეშე ვცხოვრობ? ხუთი წელი…ხუთჯერ 365.

თან ქვას ტილოს უსვამდა, დაიხარა და ზედ დაეყრდნო, თბილი იყო ქვა, ეს შავი ლოდი მზით სასიამოვნოდ გამთბარიყო..

,,უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მხევალი ღვთისა

…. ………….”

სძულდა აქ ამ სახელის და გვარის ყურება, ტილოს გამეტებით უსვამდა თითქოს წაშლიდა წარწერას იქიდან,უნდოდა წაეშლა, უსვამდა და უსვამდა, მერე ტილო დააგდო და ფრჩხილებით დაიწყო ქვის კაწვრა, რომ მიხვდა ფრჩხილები ტკიოდა თავი დაანება,ცრემლები წასკდა, დანებდა და ჩაიჩოქა….აზრი არ ჰქონდა არაფერს, აზრი აღარ ჰქონდა მას მერე რაც ამ ლოდზე ეს სახელი დაიწერა..

თბილი იყო ქვა,ქარი უბერავდა .ჩაჩოქილი ქვას ეყრდნობოდა, ათბობდა, სძულდა..

დიდი ხანია არ უტირია, ვერ მიეჩვია რომ როცა  ამოდიოდა ოჯახის წევრებთან ერთად, მაშინ უნდა გახსენებოდა მისი თავი და მაშინ ეტირა, არ შეეძლო, გულიდან არ მოდიოდა.

როცა გულიდან ამოსვლა უნდოდათ გრძნობებს,მაშინ ამოდიოდა აქ მარტო, იჯდა და ჩაჰყურებდა მიწას, უყურებდა სხვების ,,სახლებსაც”, უყურებდა დარგულ ყვავილებს.. რატომღაც ამ ადგილას, მის ,,სახლში” ყოველთვის ყვაოდა ყვავილები, რა ამინდშიც და რა სეზონზეც არ უნდა დაერგო მაინც ხარობდა.

იჯდა და ელაპარაკებოდა, უფრო თავს იმართლებდა თავისი წინა ღამის საქციელის გამო.. ცოცხალთან არ ჰქონია გულახდილი საუბრები ასე ხშირად,ახლა თითქოს უფრო გამარტივდა ყველაფერი,იმიტომ რომ ის ყველაფერს ხედავდა და ახსნა აღარ უწევდა. ხშირად უფიქრია, რომ ეს არაა ნორმალური საქციელი, ალბათ არაა ნორმალური როცა მიწაზე წვები და ცას უყურებ რათა გაიგო რას ხედავს ის ქვემოდან. არც ისაა ნორმალური როცა ყვირიხარ, წიხლებს მიწას ურტყამ და ჩასძახი: ,,ეს გინდოდა? ამისთვის დამტოვე? ასე უნდა ვიცხოვრო? კარგი რამე გააკეთე? მადლობა! ყველაფრისთვის მადლობა! შენი ბრალია ყველაფერი,შენი ბრალია მე რომ ასეთი ცხოველი გავხდი, შენი ბრალია რომ ყველა მძულს, შენი ბრალია რომ არაფერი მიხარია,შენი ბრალია რომ…. შენი ბრალია, შენი ბრალია…..”

მერე ხვდება რომ ეყო, საკმარისად დაიხარჯა, დაიცალა, დაიღალა, შეეცოდა…

ადგა ჩანთა აიღო და თავჩაღუნული დაღმართზე დაეშვა, მისი ბრალი არ იყო…

მზე ჩავიდა, შავი ქვა გაცივდა…


სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც დამინახავდა და ყველაფერს გააკეთებდა ჩემთვის თავის მოსაწონებლად?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც გაღიმებული წაიკითხავდა ჩემს გაგზავნილ მესიჯებს?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც ჩემი დანახვისას ხელში ამიტაცებდა ყოველ დღე და მეტყოდა: გამარჯობა,  ქეთუსია!

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც მონატრებისას არ დაუწყებდა ყურებას ჩვენს შორის მანძილს და მომაკითხავდა ყველგან და ყოველთვის?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც იტირებდა ჩემთან ერთად და იგიჟებდა ჩემთან ერთად რომ უკეთ ეგრძნო რა არის ერთად ყოფნის ბედნიერება?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც პირველი თოვლის მოსვლის ღამეს წამიყვანდა და მომატარებდა თოვლიან ქუჩებს მხოლოდ იმისთვის რომ ერთად დაგვცემოდა სახეზე ფიფქები და არასოდეს დაგვვიწყებოდა ის წუთები?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც მაჩუქებდა გაზაფხულზე იების კონას,არ მინდა ვარდები,იები მინდა,პატარა,გულის ჯიბეში რომ ჩაიტევდა იმხელა?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც იცეკვებდა და იმღერებდა უნიჭოდ სხვების თანდასწრებით, მხოლოდ იმისთვის რომ მე გამეღიმა?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც შეძლებდა ეთხოვა პატიება ყვირილით,ხმამაღლა და ის გულის ჯიბეში დამალული იები მოეცა?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც სადაც უჩემოდ წავიდოდა იმაზე იფიქრებდა რამდენად უკეთეს დროს გაატარებდა იქ ჩემთან ერთად?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც რომ მოვენატრებოდი მეტყოდა: ,,sheni tmebi minda gadavwio da sadme gakoco ar aq mnishvneloba sad, mtavaria shen xar da gigrdzno”

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც დამხატავდა,თუნდაც ძალიან ცუდად,დამხატავდა იმის დასადასტურებლად რომ მე მისი მუზა ვარ?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც მომიძღვნიდა ლექსებს,თუნდაც ასეთ პრიმიტიულს და გულიდან ამოსულს:

,,chemo mshveniero qeti,

agar shemidzlia ushenod meti,

dzlier minda gakoco erTi,

menatrebi,sheni gijpoeti …..”

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც წამიყვანდა სათევზაოდ ბლიად ორი წელია ვიხვეწები სათევზაოდ მინდა წასვლა!

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც  მაღალი და გამხდარია, დიდი ცისფერი თვალებით და თხელი ქერა თმით?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც არ იტყვის რომ რამის რცხვენია იმიტომ რომ ხალხი უყურებს, უცნობი ხალხი?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც გაიკეთებდა ჩემთან ერთად ტატუს,ისე,უბრალოდ,თუნდაც ტკივილის ერთად გადასატანად,მეტი არაფრისთვის.

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც არ იქნებოდა მბრძანებელი და ეჭვიანი?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც იტყოდა რომ უყვარს შოკოლადის ნაყინი მხოლოდ იმიტომ რომ მე მიყვარს?

სადმე ხომ არ გინახავთ ის, ვინც პირველ რიგში ჩემი მეგობარი იქნებოდა და არ მოისვენებდა სანამ არ გაიგებდა ჩემი სევდის მიზეზს?

სადმე ხომ არ გინახავთ??

თუ ნახავთ, უთხარით რომ ლოდინით დავიღალე…


დაიწყო სასწავლო ციება (ცხელებას ვერ დავწერ ამ სიცივეში),ხალხი დადის სკოლაში,უნივერსიტეტში,კოლეჯში,რეპეტიტორებთან,წუწუნებენ,უხარიათ,ეზარებათ,მოენატრათ,უკვე არდადეგები უნდათ…

მე?

მე რაღაცა სხვანაირად ვარ,მთელი ცხოვრება რაც მახსოვს სულ ვსწავლობდი,ან ბაღში დავდიოდი,ან სკოლაში,ან უნიში.

ეხლა რა ვაკეთო? 😐

არა რა ჯობია დილით როცა მინდა ვიღვიძებ,მთელი დღე დავდივარ სადაც მინდა,ყოველ ვიქენდს ქალაქგარეთ ვატარებ და საერთოდაც პონტში ვარ მაგრამ…რაღაცა უხერხული მდგომარეობაა…

ფული არასდროს მაკლდა,ჩემ სამყოფს ვშოულობ სამი წელია,მოსწავლეები არ მომაკლოს ღმერთმა=)) მაგრამ რაიმე სერიოზულ შემოთავაზებაზე არ იტყოდა კაცი უარს..მაგრამ ვიცი ისიც დამეზარება მერე)) ვერ ვიტან უფროსებს,ვერ ვიტან ჩემზე მაღლა მდგომ ადამიანს რომელსაც შეუძლია რამე მიბრძანოს.აბა მითხარით ასეთი ხასიათით ვინ ამიყვანს სამსახურში? :დ

ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო ჩემი საქმე,ისეთი სადაც არავინ ამოიყრის სხვაზე გაბრაზებული ჩემზე ჯავრს,არავინ მაიძულებს 9საათზე ადგომას,არავინ მისაყვედურებს დაგვიანების გამო და საერთოდ,მინდა საქმე სადაც მე დავავალებ სხვებს ყავის მოდუღებას=))

სიღნაღში მინდოდა წასვლა… ვერ მოვასწარი

მთაწმინდაზე მინდოდა ასვლა…ვერ მოვასწარი

ვაპირებდი მეთქვა მიხარიხარ მეთქი და ვერ მოვასწარი

ამასობაში გარეთ ფოთლები ცვივა…


ჩემს პოსტებს ყველაზე ხშირად ჩემი მეგობარი ბიჭები კითხულობენ და აქ ეძებენ  პასუხებს ჩემს ბოლოდროინდელ საქციელებზე ხოლმე.უნდა გავახარო,ამ პოსტში ნამდვილად იპოვიან რასაც ეძებენ.მართალია ბოლოდროინდელი ამბებისგან  ემოციები შემომაკლდა და დავიცალე,მაგრამ ერთის მხრივ ვფიქრობ რომ ეს კარგია და ახლა უკეთ გამომდის რაღაცეების გადაფასება.ყოველთვის კარგია ერთი დარტყმით მიიღო ყველაფერი და მერე ნელნელა გადახარშო,ვიდრე ნაწილ ნაწილ და ბოლოს ამოგასხას და ვეღარ დაიტიო.

დღეს მინდა გესაუბროთ პასუხისმგებლობაზე.რას ნიშნავს ეს სიტყვა საერთოდ? ჩემი გადმოსახედიდან პასუხისმგებლობა უნდა იყოს რაღაცა ცოტა არასასიამოვნოდ შესასრულებელი პროცესი,რომელიც გაკისრია და გიწევს გააკეთო  ისეთი რამ რაც არ გინდა მაგრამ u have to.

პასუხისმგებლობის გრძნობა ისევე როგორც ყველაფერი სხვა ბავშვობიდანვე უნდა ჩაენერგოს ადამიანს რომ მერე ასაკის მატებასთან ერთად სწორად აღიქვას და შეასრულოს.ასევე ვფიქრობ რომ არსებობს სასიამოვნოდ აღსაქმელი პასუხისმგებლობის შემთხვევებიც,როცა განა იმიტომ აკეთებ რამეს რომ ვალდებული ხარ,არამედ იმიტომ რომ გსიამოვნებს.საერთოდ ცოტა ძნელი აღსაქმელი იქნებოდა სამყარო ამ გრძნობის გარეშე.

ეხლა ვფიქრობ ჩამოვთვალო მე რა პასუხისმგებლობები მაკისრია. განზოგადებულ სამშობლოზე, ღმერთზე, მამულზე, ენაზე და მისთანებზე არ მინდა. თურმე ზოგ მათგანს სოციალური პასუხისმგებლობა ჰქვია,ზოგს რელიგიური,ზოგს საკანონმდებლო,საგანმანათლებლო თუ როგორც არის და ა.შ. ისიც გავიგე რომ თურმე პასუხისმგებლობა შეიძლება აღებულ იქნას ნებაყოფლობით ან ვინმეს ზეწოლით.კანონის წინაშეც ყველანი თანასწორები ვყოფილვართ.

აი უბრალო ყოველდღიური პასუხისმგებლობები რა არის?

მე ვფიქრობ რომ ეს გრძნობა პირდაპირ არის დაკავშირებული და მიბმული ღირსებასთან.

ალბათ პირველი არის ოჯახი.ჩემი სამი წევრისგან შემდგარი ოჯახი, რომელშიც არც ერთი წევრი არ ეკითხება მეორეს რას აკეთებს,სად მიდის,როდის მოვა,რატომ წავიდა და ა.შ. პასუხისმგებლობის შეგრძნება მაინც მაქვს წარმოიდგინეთ.ვიცი რომ უნდა მივხედო ,,ამხელა ” ოჯახს, დავრეცხო, დავალაგო, სადილი ვამზადო, სხვა გზა არ მაქვს =)) ხანდახან კიდეც მიხარია ეს ამბავი,ძირითადად მეზარება :დ

თვითონ ამ სიტყვას თუ დავუკვირდებით ორი ნაწილისგან შედგება და პასუხის გებაზე მეტყველებს.პასუხის გებაზე ვინმეს წინაშე.ანუ რაღაცა ისეთია რომ გააკეთებ ან არ გააკეთებ და მერე მომავალში აგებ პასუხს.ხო მასე გამოდის?

რავიცი მე ასე აღვიქვავ და სხვები თურმე სხვანაირად.

ასეთი ფრაზაც გამიგია ,,პასუხისმგებლობას გაექცაო”. ძირითადად სერიალებში ამბობენ ხოლმე როცა კაცი ორსულ საყვარელს ტოვებს აი მაშინ :დ

მე ჯერ მსგავსი შემთხვევა არ მქონია მაგრამ მაინც დადგა ეს სიტყვა ჩემს დღის წესრიგში და მასზე საკმაო ხანი ვფიქრობდი გადაბმულად,დღე და ღამე,ძილში,კითხვისას,მისი სურათის ყურებისას,ჭამის დროს და მოკლედ ყოველთვის მთელი ერთი კვირა.და დღეს გადავწყვიტე დამეწერა რაც მომაფიქრდა.

სხვა?ოჯახის გარდა,ის რომ მე შვილი ვარ და ანგარიშვალდებული (პასუხისმგებელი) რომ მშობლებს(მშობელს) გარკვეულ ასაკამდე დავემორჩილო (საქართველოში ეს გარკვეული ასაკი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად რქიანი ხარ თორემ სრულწლოვანების აღქმა ჩვენთან ცოტა დარღვეულია). გასაგებია ეს და ისიც რომ მშობელმა უნდა გარჩინოს სანამ ამის ხასიათზე იქნება,ან შიგადაშიგ მაინც გარჩინოს (ესეც ხასიათის მიხედვით),და ამ დროს წარმოიდგინეთ მე რომ დავიწყო თითაწეულმა: მამა,შენ პასუხისმგებელი ხარ ჩემს წინაშე და უნდა მიყიდო ის ზმანი გუშინ რომ ვნახე,შამპუნიც უნდა მიყიდო თავისი ბალზამით და თმის ნიღაბით, ახალი ფეხსაცმელიც მინდა,ჩანთაც, ტელეფონიც გამიბანძდა და მიდი ეხლა აბა შეასრულე დაკისრებული პასუხისმგებლობა,აბა რომ მაკეთებდი რა გეგონა? :დ:დ:დ

ხო მაგარია? ;დ

კარგი ეხლა სხვაგან გადავუხვიოთ. აი წყვილს რა პასუხისმგებლობა აქვთ ერთმანეთის წინაშე? რომ არ უღალატონ, დღეში ერთხელ მაინც მოიკითხონ და ყურადღებიანები იყვნენ? მგონი ძირითადი ესენია (გოგოს გადმოსახედიდან). რატომ უნდა იყოს რომელიმე მათგანი ძალით გასაკეთებელი? და თუ არის რატომ არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი იქვე სადაც კი აღმოაჩენ რომ არასასიამოვნოდ შესასრულებელი  პროცედურის სიაში ხარ? ეს ხომ არ არის ოჯახი,ეს უფრო ადვილი შემთხვევაა და ,,პერესტროიკას” ექვემდებარება=)). უნდა დამთავრდეს.

ხოდა დამთავრდა =))