ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,

ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს

უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე

ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ.

 

 

 

 

 

 

 

 

არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების

სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,

ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს

ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.

ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ

ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად

მოთხოვნა არ არის ბაზარზე-ჭკვიანის

თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად.

ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და

(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას-დამახრჩოს)

ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას

ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე

ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს

ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან

გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მობრძანდით!ბილეთებს უფასოდ ვარიგებ

კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან

ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც

სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!

შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე

დავხურავ ფარდებს და ლამპებსაც ჩავაქრობ

შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე

და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ…

Advertisements
კომენტარები
  1. gio ამბობს:

    ძალიან მაგარი ლექსია ვისია ქეთუსია?

  2. qetusia ამბობს:

    არ ვიცი სამწუხაროდ და ვერც მივაგენი

  3. gio ამბობს:

    გალობა გეი გიტარა დასაქმება დასვენება ვარჯიში ზღვა თუშეთი იპოდრომი კანკუნი ლუდი მექსიკა მომავალი პატრიარქი პატრიოტი პიარი სექსი სითბო სიყვარული ტატუ უნიქარდი ღამე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შზსუ ცეკვა ციხე ძილი წითელი ჯვარი ჭადრაკი ხვალ ჯობს.გე ჰოთ-დოგი ჰოროსკოპი
    sitbo da sex kaia ertad 😀

  4. gio ამბობს:

    damijere 😉 vepareri ver sheedreba 🙂

  5. qetusia ამბობს:

    ))) ისეთ გამოსადეგარ რჩევებს მაძლევ რომ უკვე დამანიტერესე :დ ბლოგი არ გაქვს?

  6. Giorgi Gujabidze ამბობს:

    ბლოგი არა სკაიპი მაქვს და ფბ კიდევ მობილური 😀

  7. qetusia ამბობს:

    ტიტუ რამდენიაა :დ სახლი არ გაქვს? :დ გამოგრჩა 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s