უძილობით გამოწვეული სტრესი ჩემს ცხოვრებაში

Posted: სექტემბერი 12, 2011 in მე მე მე
ტეგები:, , , , , , ,

ვწევარ ლოგინში და ჩვეულ პოზაში ვცდილობ დაძინებას. ჩვეული პოზა არის მუცლით ქვემოთ,მარცხენა ფეხი მოკეცილი და სახითაც მარცხნივ ვიყურები.ვწევარ და ვითვლი თეთრ ფარფატა შუქებს ჩემი თვალების გარშემო რომ დარბიან.მაგრამ გატყუებთ,მაგათ ვერ დაითვლი იმიტომ რომ ციმციმებენ.

ჩემი ძილის პროცესი ძალიან გრძელია,ანუ სანამ ძილამდე მივაღწევ ის პროცესი.იწელება მინიმუმ ერთი საათი და ბოლოს ძილის მოუსვლელობაზე ნერვებდაწყვეტილი ვიღლები და ვიძინებ რა. მანამდე ათჯერ ვიცვლი პოზას და ვერაფრით ვერ ვიძინებ გულაღმა.იცით რატომ? იმიტომ  რომ მარჯვენა წარბს ზემოთ,შუბლზე მეჩვენება რომ რაღაცა დამიცოცავს,ხელს ვისვამ,იმ ადგილს ვიტყავებ,რა თქმა უნდა იქ არავინ და არაფერი არ დამდის,ეს უბრალოდ ის ,,წიკია” რომელიც წლებია მაწვალებს. ამის გამო სულ მარცხენა მხარეს ვატრიალებ თავს და ვყირავდები მუცელზე, რომ შუბლი საწოლს შევახო. ჰაჰააა,მიგასვი საცოდავო მცოცავო,მიდი აბა იცოცე კიდევ ჩემს წარბს ზემოთ,იფუთფუთე მიდი აბა!

მერე ვიწყებ ფიქრს იმაზე რაც თავში მომივა.წუხელ რაზე ვფიქრობდი გაინტერესებთ? კიი, კვდებით ინტერესით, წუხელ ვფიქრობდი სიღნაღზე. მინდა მე სიღნაღში წასვლა <3. ვფიქრობდი რას გავაკეთებდით იქ,როგორ მოვივლიდი ყოველ სანტიმეტრს დაზეპირებულ ქუჩებში და ვიქნებოდი ბედნიერი.

მაგრამ ყოველთვის ასე არ უმართლებს ხოლმე ჩემს საწოლს! და არის ჟამი,როცა უძილობა გრძელდება მაგალითად დილის 5 საათამდე, აი განა რამე კომპი, ტივი კინო რომ, არა, უბრალოდ ვწევარ 12 საათიდან 5 საათამდე და ვიყურები დებილივით აქეთ–იქით, ფუ!

იცით თუ არა, რომ ძილის წინ დგება წუთი,როდესაც ყველა ადამიანი ის არის,რაც სინამდვილეშია, დგება წამი,როდესაც ნამდვილად შენ შენ ხარ და ისიც იცით თუ არა ,რომ ყველას ქენჯნის სინდისი იმ ერთ საოცარ წუთს. იმ ერთ წამს ყველამ იცის სიმართლე.

ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ თუ უძილობა გაწუხებთ ვინმეს,დალიეთ ვალერიანი,დიაზეპამი და ა.შ. და ისე ტკბილად იძინებთ მე რომ ჯერ არც დამსიზმრებია 😀

 

Advertisements
კომენტარები
  1. gio ამბობს:

    😀 ყველაზე მაგარია ფიტოსედი 😀 მართლა ცადე 😀 უძილობაზე შენ არ უნდა ლაპარაკობდე სუნთქვა მაინც არ გეკვრება ჩაძინების მომენტში და პანიკაში არ იღვიძებ ყოველ ჩაძინებისას რომ ძილში არ გაიპარო 😀 ვოტ ტაკოი ნერვოოოზ 😀 რაღაც წარსულზე თუ ვიღაც წარსულზე ფიქრს თავი დაანებე და დაიძინებ 🙂 მე არ გამომდის მაგრამ იქნებ შენ გამოგივიდეს 🙂 დახურე ეს ბლოგი შენ სულში ნუ ახედებ ნურავის დამიჯერე ყველა ვერ გაგიგებს 🙂

  2. gio ამბობს:

    P.S. balishi amoide fexebs shoris ertic chaixute marjvena xelit rom kiseri ar getkinos da mucelze daceki, tan rame multfilmi an mosabezrebeli gadacema charte 😀

  3. gio ამბობს:

    to est marjvena fexis qvesh 😀 danarchens shenit ndaamugameb

  4. qetusia ამბობს:

    :დ როგორი საინტერესო შემოთავაზებაა და მაცდურიიიი =))) ყველა ვერ გამიგებს და აჩფ :დ:დ:დ

  5. qetusia ამბობს:

    მადლობა ფიტოსედს(აც) ვცდი შენი ხათრით :დ

  6. qetusia ამბობს:

    აი ამ პოსტზე ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას რომ ჩემს სულს ეხება :დ სიკვდილის გეშინია? 😛

  7. gio ამბობს:

    kiiii 🙂 shvili myavs 🙂 tore ise vocnebob gavigo mere ra xdeba 🙂

  8. gio ამბობს:

    sxvebi exeba da imatze davakomente 😛

  9. qetusia ამბობს:

    ხოო მესმის შენი :დ მერე რა ხდება მაგის ინტერესი ძილში ადამიანებს არ გუდავს =))

  10. gio ამბობს:

    nervoziii? 😀

  11. qetusia ამბობს:

    me ratom mekitxebi 😀

  12. gio ამბობს:

    diazepamtan prtxilad iyavi 🙂 narkotikebshi sheiyvanes 😀

  13. qetusia ამბობს:

    :დ სახლში მაქვს შემორჩენილი :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s