აკრძალული ხილი

Posted: სექტემბერი 4, 2011 in პროტესტი))
ტეგები:

ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი რამე დაიწერა და ითქვა საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით .საქმე ეხება თითქოსდა კანონს,რომელიც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კრძალავს არც მეტი არც ნაკლები, კოცნას.

აქამდე არ მაწუხებდა ეს პრობლემა, არც კანონი და არც მომავალში შევაწუხებინებ თავს,მაგრამ თუ ის მართლა არსებობს მინდა ცოტა ვიხალისო და სასაცილოდ ავიგდო.ახლავე მოგახსენებთ რატომაც:

როდესაც ამ საკითხზე რამდენიმე ადამიანის შეშფოთებული კომენტარი მოვისმინე,პირველი კითხვა რომელიც გაჩნდა იყო ,,რატომ?”

მეორე კითხვა იყო: ,,ამათ (კანონმდებლებს) შიგ ხომ არ აქვთ?”

და შემდეგ დავიწყე ამ საკითხის განხილვა.დავიწყოთ რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევიდან და მივადგეთ ,,განტევების ვაცს”,რომელსაც საქართველოში ყველაფერი შეგვიძლია დავაბრალოთ: წვიმა,გვალვა,შიმშილი,უფულობა,ფაღარათი,მეზობლის კატის შეურაცხადი საქციელი და რავიცი კიდევ ათასი რამ,რაც ჩვენ გარშემო ხდება და რაც არ მოგვწონს. ხოდა იმას ვამბობდი რომ ამ ადამიანმა ერთ–ერთი პატრიოტული ბანაკის ტერიტორიაზე გააკეთა განაცხადი,რომელიც დიდიდ ხანი იყო განსჯის საგანი,განცხადება ეხებოდა ახალგაზრდებს,მათ გართობას,შეყვარებულ წყვილებს და ბუჩქების დანიშნულებას შეყვარებულთა ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

გავიდა წლები, ბუჩქების თემაც მიწყნარდა და აი ერთ დღეს, ერთ მაღალ,ლამაზ და თეთრ შენობაში შეკრებილმა კრეატიულმა ჯგუფმა,რომლებიც შეგვიძლია ზემოთხსენებული პერსონის ,,სიტყვის შესრულების მცველებად” შევრაცხოთ,დაასკვნეს,რომ ბუჩქების თემა უნდა განეახლებინათ,რადგან ,,მისი ყველა სიტყვა უნდა ასრულდეს,რასაც ის ხალხს ეტყვის გადაუბრუნებლად უნდა შესრულდეს და არავის უნდა მიეცეს უფლება ეჭვი შეიტანოს ამაში”.

რა უნდა ექნათ,ადგნენ და შეიმუშავეს ზემოთხსენებული კანონი.ააა,თქვენ ვერ მიხვდით რატომ?ეხლავე გეტყვით.აი უკვე მათი გაცემული განკარგულებაც ხელთ მაქვს:

,,სასწრაფოდ,ყველა პარკსა თუ სკვერში,ყოველი სკამის უკან,დაირგოს დიდი ზომის მარადმწვანე ბუჩქი”

ნაწყვეტი ერთ–ერთი ახალი ევროსტანდარტების (და არა ევროგაგების) პარკის გახსნაზე უმაღლესი კანონმდებლის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან:

,,რეალურად ჩვენ ვნერგავთ უახლეს სტანდარტებს, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო,სადაც ხალხი იგრძნობს რომ მსოფლიოს ნაწილია,ეს ბუჩქები არის ჩვენი გამარჯვება და ეს ბუჩქები არის ჩვენი მომავალი,მათ აქვთ განსაკუთრებული არა მარტო დეკორატიული მისია,არამედ ერის გამრავლების საქმეში მათ აქვთ გადამწყვეტი როლი.ჩვენ ვუფრთხილდებით ტრადიციებს,ჩვენ ვინარჩუნებთ აღებულ გეზს და ჩვენ ვქმნით მომავალს.”

ევროსტანდარტების პარკებში ევროპაში არავინ დაგიშლის ბალახზე ჯდომას,პარკში კოცნას(ალკოჰოლურ სასმელებზე ხმას არ ვიღებ), ჩახუტებას,სკამზე წამოწოლას და დას–ვე–ნე–ბას.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ და თქვენი შეყვარებული მიდიხართ პარკში, სხდებით სკამზე,თავზე გადგათ დაცვა, თქვენ პატიოსნად ზიხართ სკამზე გასწორებულები,გსურთ მოეფეროთ თქვენს შეყვარებულს,მაგრამ დაცვა აკონტროლებს თქვენი ,,სითავხედის ზღვარს”, ნორმალური კოცნაც შეიძლება,ხო რა თქმა უნდა ნორმალური,აბა ,,გადააჯექი ზევიდან შეყვარებულს და პარკში გახედნე” ყველა ქვეყანაში დაჯარიმდება.მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თქვენ გადაინაცვლებთ სკამის უკან ბუჩქში,სადაც შეგიძლიათ ის აკეთოთ რასაც მოისურვებთ,ოღონდ ყოველდგარი სინდისის ქენჯნის გარეშე,რადგან თქვენ ამის უფლება თავად კანონმა მოგცათ დიახაც!

აბა ვის გაუგია პარკში,უამრავი ადამიანის თანდასწრებით,ლაივ კამერების რეჟიმში,პარკში,სადაც ბავშვები თამაშობენ(!!!) ვის გაუგია სიყვარულის გამოხატვა,ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი!

რამდენადაც ეს ყველაფერი სრულიად უაზროა,იმდენადვე გულისამრევია.

ან კიდე აი კიდევ ერთი რამ წარმოიდგინეთ: ფეიბოქსის აპარატებში დაემატება ახალი ფუნქცია,სადაც თქვენ წინასწარ შეძლებთ გადაიხადოთ ქუჩაში კოცნის საფასური,აპარატი მოგცემთ ჩეკს და თქვენ თამამად შეძლებთ ქუჩაში დაკავდეთ კოცნით,აი როგორც ,,სითი პარკია”, კარგი იქნება შუბლზე თუ მიიკრავთ ამ ქვითარს,რომ კანონის დამცველმა უდროო დროს არ შეგაწყვეტინოთ სიამოვნება.ყოველი მეასე გადამხდელი მიიღებს საჩუქრად უფასო 50 კოცნის ვაუჩერს!

აი დადგა ეს დროც,ქალბატონები ვაჟებს ვაჟკაცობის გამოვლინებაში და სიყვარულის დამტკიცებაში და გამბედაობაში მხოლოდ ამ საქციელსღა უთვლიან.ეს თავისთავად იზიდავს ტურისტებს,მათ თუ რომელიმე ტყიდან გამოვარდნილი ერი არ ვეგონებით,იმედია იმას მაინც მიხვდებიანრომ ,,ისჯება კანონით” ნიშნავს ფულად ჯარიმას და არა ქვებით ჩაქოლვას.

ქვეყანაში გაჩნდებიან ახალი კანონდაუმორჩილებლები,რომლებსაც საპატიმროებში ჰკითხავენ:,,რისთვის ზიხარ?” და დამნაშავეც შეჭმუხნილი შუბლით და აბურცული ტუჩებით უპასუხებს:,,არასანქცირებულ კოცნაზე წამასწრეს ამის დდშვც”.

დიდი ხანია ეს პოსტი დრაფტებში განისვენებდა და რა დააშავა,თქვას თავისი სათქმელი.= ))

ისე მე ამ ტიპს უფრო ვაფასებ,ვიდრე იმას ვინც ჩემს ,,სახელს უფრთხილდება” და მხოლოდ ბნელ ადგილებში ამჟღავნებს თავის გრძნობებს))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s