Archive for სექტემბერი, 2011

შეხვედრა გველთან

Posted: სექტემბერი 16, 2011 in მე მე მე
ტეგები:, , ,

ამოხსენით ლოგიკური ამოცანა:

ყველა გველი არ არის შხამიანი

ქეთის არ ეშინია გველების

აქედან გამომდინარეობს რომ ყველა გველი არ ყოფილა საშიში და მკვდარი მითუმეტეს:დ

ხო ეხლა რა ხდება აი მე პირადად ვერაფრით ვიგებ რატომ აქვთ ადამიანებს გველის პანიკური შიში,როგორც ვიცი გველის შიში შეძენილი შიშია,ანუ ადამიანებს დაბადებიდან არ დაყვებათ.

ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემი ბიოლოგიური ძმა მივემართებოდით ზღვის სანაპიროსკენ და ჰოი საოცრებავ გზაზე საცოდავი გველი შევნიშნე რომელიც ვიღაცას დაუნდობლად მოეკლა((.

მე რადგანაც ძალიან გულჩვილი ადამიანი ვარ,ვერ ვიტან ჩემიანებს ასე უპატრონოდ რომ ვხედავ გარდაცვლილებს ქუჩაში დაყრილთ,ამიტომ მე ის სათუთად ავიყვანე ხელში და ზღვაზე წავაპორწიალე :დ იქ მე და მან ზაგარი ერთად მივიღეთ,შემდეგ კი მისი დაკრძალვის ცერემონიალი ჩემმა ძმამ ჩაატარა და ჩემს დაუკითხავად მოისროლა სადღაცა 😐

მაგრამ მანამდე სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ მე და პაწუკა გველუკამ და მე მას დავპირდი რომ არასოდეს დავივიწყებ:((. ჩემი ძმა გვარიანად შევაწუხე სულ თავში ვურტყი ის გველი და ვუმტკიცებდი ეს ერთგვარი თერაპიაა გველის შიში რომ დაძლიო–მეთქი :დ

არ ვიცი რა ქნა ბოლოს ჩემი ძმის გველისადმი შიშმა,მაგრამ მე კი გვარიანად გავერთე :დ

ჩემმა ძმამ ეს ფოტო რომ ნახა ასე მითხრა ამას ჰქვია ,,სექსი მინდა”–ო 😀

Advertisements

ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,

ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს

უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე

ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ.

 

 

 

 

 

 

 

 

არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების

სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,

ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს

ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.

ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ

ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად

მოთხოვნა არ არის ბაზარზე-ჭკვიანის

თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად.

ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და

(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას-დამახრჩოს)

ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას

ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე

ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს

ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან

გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მობრძანდით!ბილეთებს უფასოდ ვარიგებ

კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან

ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც

სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!

შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე

დავხურავ ფარდებს და ლამპებსაც ჩავაქრობ

შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე

და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ…


ცუდად ვარ.დილაობით მაღებინებს. სარკეში რომ ვიხედები ვხედავ რას დავემსგავსე. რა მჭირს რა ჯანდაბაა ეს. ყველაფრის სურვილი დავკარგე, არაფერი არ მინდა, მეშინია, ძალიან მეშინია. ყველას ვეჩხუბები,  მინდა სულ ვიძინო.

ვზივარ დივანზე,თბილი ხალათი მაცვია და გულში ფუმფულა სათამაშოს ვიხუტებ, შენ ნაჩუქარს.

ვიხსენებ ყველაფერს, სულ სულ თავიდან ბოლო დღემდე, აი იმ დღემდე.

დრო ძალიან ნელა გადის ჩემთვის…ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს.

ყოველი დღე იმით იწყება რომ შენ მკვდარი ხარ, და ამითვე მთავრდება დღეც და ცხოვრებაც.

ჯერ ბრინჯის მარცვლის ხელააო, ასე მითხრეს. წარმოგიდგენია?მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრი და უკვე ყველაფერი დაანგრია ამოაყირავა და შეცვალა ჩემში.

შენ რომ ცოცხალი იყო რას იზამდი ახლა? ახლა როცა მაკანკალებს,ჩამიკრავდი გულში? მომიტანდი პლედს და შოკოლადის ნაყინს თეფშზე,ხომ იცი მიყვარს ნაყინი თეფშზე,მთლიანი მასა უნდა დავინახო რასაც ვჭამ))

მეშინია,მუცელი მეჭიმება ამაზე ფიქრში…

იცი?

ორსულად ვარ…


ვწევარ ლოგინში და ჩვეულ პოზაში ვცდილობ დაძინებას. ჩვეული პოზა არის მუცლით ქვემოთ,მარცხენა ფეხი მოკეცილი და სახითაც მარცხნივ ვიყურები.ვწევარ და ვითვლი თეთრ ფარფატა შუქებს ჩემი თვალების გარშემო რომ დარბიან.მაგრამ გატყუებთ,მაგათ ვერ დაითვლი იმიტომ რომ ციმციმებენ.

ჩემი ძილის პროცესი ძალიან გრძელია,ანუ სანამ ძილამდე მივაღწევ ის პროცესი.იწელება მინიმუმ ერთი საათი და ბოლოს ძილის მოუსვლელობაზე ნერვებდაწყვეტილი ვიღლები და ვიძინებ რა. მანამდე ათჯერ ვიცვლი პოზას და ვერაფრით ვერ ვიძინებ გულაღმა.იცით რატომ? იმიტომ  რომ მარჯვენა წარბს ზემოთ,შუბლზე მეჩვენება რომ რაღაცა დამიცოცავს,ხელს ვისვამ,იმ ადგილს ვიტყავებ,რა თქმა უნდა იქ არავინ და არაფერი არ დამდის,ეს უბრალოდ ის ,,წიკია” რომელიც წლებია მაწვალებს. ამის გამო სულ მარცხენა მხარეს ვატრიალებ თავს და ვყირავდები მუცელზე, რომ შუბლი საწოლს შევახო. ჰაჰააა,მიგასვი საცოდავო მცოცავო,მიდი აბა იცოცე კიდევ ჩემს წარბს ზემოთ,იფუთფუთე მიდი აბა!

მერე ვიწყებ ფიქრს იმაზე რაც თავში მომივა.წუხელ რაზე ვფიქრობდი გაინტერესებთ? კიი, კვდებით ინტერესით, წუხელ ვფიქრობდი სიღნაღზე. მინდა მე სიღნაღში წასვლა <3. ვფიქრობდი რას გავაკეთებდით იქ,როგორ მოვივლიდი ყოველ სანტიმეტრს დაზეპირებულ ქუჩებში და ვიქნებოდი ბედნიერი.

მაგრამ ყოველთვის ასე არ უმართლებს ხოლმე ჩემს საწოლს! და არის ჟამი,როცა უძილობა გრძელდება მაგალითად დილის 5 საათამდე, აი განა რამე კომპი, ტივი კინო რომ, არა, უბრალოდ ვწევარ 12 საათიდან 5 საათამდე და ვიყურები დებილივით აქეთ–იქით, ფუ!

იცით თუ არა, რომ ძილის წინ დგება წუთი,როდესაც ყველა ადამიანი ის არის,რაც სინამდვილეშია, დგება წამი,როდესაც ნამდვილად შენ შენ ხარ და ისიც იცით თუ არა ,რომ ყველას ქენჯნის სინდისი იმ ერთ საოცარ წუთს. იმ ერთ წამს ყველამ იცის სიმართლე.

ხოდა იმის თქმა მინდოდა რომ თუ უძილობა გაწუხებთ ვინმეს,დალიეთ ვალერიანი,დიაზეპამი და ა.შ. და ისე ტკბილად იძინებთ მე რომ ჯერ არც დამსიზმრებია 😀

 


რა ხდება როცა:

შენთვის 1მეტრი არ არის 100 სმ.(იმიტომ რომ მაშინ 1.60 ძალიან ცოტა გამოდის)

როცა ღამის 2 საათზე თუ მოგინდა სახლიდან გასვლა იმისთვის რომ არ დაიხრჩო, დგები და გადიხარ.

როცა გინდა საზოგადოებაში თავი მოწევის გარეშე დაიმკვიდრო.

როცა არ ამბობ უარს გქონდეს თავისუფალი ურთიერთობა ბიჭთან რომელიც მოგწონს, იმის მიუხედავად რომ ,,სხვა გიყვარს და მაგას რატომ ხვდები?”

როცა 17წლიდან აკეთებ იმას რაც გინდა და როცა გინდა, ხანდახან იმის დასამტკიცებლადაც რომ უპატრონო ხარ.

როცა მიდიხარ ზღვაზე დასასვენებლად მარტო, არ დადიხარ ხალხმრავალ სანაპიროზე და ძებნი ადგილს, სადაც სულიერი არ ჭაჭანებს, სამაგიეროდ არის ზღვაც და მზეც,სიწყნარეც და ნამდვილი დასვენებაც. და ამის გამო ყველას ბოზი ჰგონიხარ რომელიც ასეთ ადგილებში კაცებს ემსახურება)) (საკუთარი ყურით გავიგონე ორი ვარია გოგო რომ მომყვებოდა უკან და ჩემზე ლაპარაკობდნენ,ყურსასმენები მეკეთა და ეგონათ რაიმეს ვუსმენდი და არ გავიგებდი) 🙂

როცა მარტო დადიხარ სასაფლაოზე ფეხით და არ თვლი საჭიროდ რომ ეს ვინმემ უნდა იცოდეს იმათ გარდა, ვის საფლავებზეც დადიხარ.

როცა არ ამბობ რომ ათეისტი ხარ მხოლოდ იმის გამო რომ ათეისტობა ახალგაზრდებისთვის ,,თავისუფლებასთან”  პირდაპირ კავშირშია)) და გონიათ რომ აქამდე ვერ აზროვნებდა ეს ხალხი და ვერავის მოაფიქრდა რომ ღმერთი თურმე არ არსებობს იმიტომ რომ მღვდელი ისე არ მოიქცა შენ რომ გაგისწორდებოდა)) და იმიტომ რომ ხალხი სამარხვო შაურმებს ჭამს.))

როცა არ ეძებ განსხვავებულ და გასაშტერებელ იდეებს ინტერნეტში იმისთვის რომ მერე შენ დაიბრალო და ვინმე დააქლიავო,ნახე თურმე როგორ აზროვნებს–ო. ))

როცა ტირი მაშინ როცა გეტირება, ქალების 80% ხომ იმის გამო ტორის რომ საკუთარი თავი ეცოდება))

როცა არ აუქმებ ადნაკლასნიკებს სხვების დასანახად და მერე სხვისი სახელი და გვარით არ დაძვრები.

როცა გძულს საკუთარი თავი იმის გამო რის გამოც სხვები გაფასებენ.

როცა სვამ უამრავ ანტიდეპრესანტს და დამამშვიდებელს.

როცა ხარ საშინელი ცინიკოსი და გარშემო ზოგს ისევ ჰგონია რომ შენ ამით პირადად მათ აყენებ შეურაწყოფას, არადა ეს ასე არ არის,ცინიზმი უკვე ხასიათში გადაგივიდა და ვერც კი ხვდები როგორ სწყდება გული ზოგს იმის გამო რომ სიტყვებით მოფერება არ შეგიძლია.

როცა უყურებ საკუთარ ხელებს წარმოიდგენ რა იქნებოდა  ეს დედამოტყნული დაავადება რომ არ გჭირდეს.

როცა ზიხარ და ხვდები რომ ეს 4 სწავლის წელი ტყუილად დახარჯული 10.000 იყო.

როცა ფიქრობ რომ არ გინდა არც მუშაობა, არც გათხოვება (,,ეხლა შენი საშველია გათხოვება,აბა რა უნდა აკეთო ასე უნდა იწანწალო კიდევ დიდხანს”–ო?), არც მეზობლებთან ჭორაობა, არც სოფელში დასვენება,არც სწავლის გაგრძელება,არც მაკდონალდსში წასვლა(:/).

როცა სისხლი ყელში გაწვება იმის გახსენებისას რომ ვინმეს შეუძლია წყობიდან გამოგიყვანოს თუ ახსენებს სიტყვებს ,,მიდი ეს გააკეთე”.

რა ხდება როცა შენ არ ხარ განუმეორებელი ქალი განუმეორებელი აღნაგობით და ტვინით?

რა ხდება და

ამ დროს შენ ხარ ის, რაც ხარ, შენ ხარ შენ! = ))

წუწუნი

Posted: სექტემბერი 7, 2011 in პროტესტი))
ტეგები:

დღეს მინდა მოგიყვეთ საშინელ სენზე რომელსაც წუწუნი ჰქვია.რატომ (ვ)წუწუნებენ ადამიანები?ალბათ იმიტომ რომ ეგოისტები არიან.არამგონია არსებობდეს ქვეყნად ადამიანი რომელსაც სხვისი წუწუნის მოსმენა სიამოვნებს. ზოგს ის უკვე ჩვევაში აქვს გადასული და ვერც კი ხვდება როგორი ძნელი ასატანია მისი მოსმენა გარშემომყოფთათვის.ძირითადად, წუწუნი  სუსტი ადამიანების ხვედრია,მათი,ვინც ბავშვივით იქცევა და მოთმინების არანაირ უნარს არ ამჟღავნებს.

გარშემო საწუწუნო თემა ეხება ხოლმე ყველაფერს,რაც კი შეიძლება ადამიანს ყოველდღიურად სჭირდეს: დილით ყავა ვერ დავლიე,ტრანსპორტმა გამასწრო (თან გაძვირდა), გზები ვჭამოთ?ცხელა,ცივა,რაიმე მტკივა,მშია,მწყურია,მეზარება,მენანება,მეშინია,მიყვარს,მიჭირს,ფული არ მაქვს, 3 ზომა ძუძუები არ მაქვს,სამსახური არ მაქვს,სექსი არ მაქვს,ზაგარი არ მაქვს,მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ამას? :დ:დ:დ

ხედავთ რა გავრითმე ამ წუწუნ–წუწუნში??:დ

რეალურად ხომ ადამიანი,რომელიც წუწუნებს ვერ იღებს გადაწყვეტილებას და მთელ თავის ენერგიას და დროს წუწუნს ახმარს. მინდა წუწუნა ადამიანებს შევთავაზო რამოდენიმე მარტივი გზა იმისთვის რომ წუწუნს შეეშვან და საქმეზე გადავიდნენ:

  1. აიღეთ ფურცელი და დაწერეთ თქვენი პრობლემა,რეალური პრობლემა,რაც თქვენი წუწუნის მთავარი მიზეზია და არა ის ათასი რამ,რასაც წუწუნის დროს ,,ჩააქსოვთ” ხოლმე (როგორც მე ზემოთ);
  2. იფიქრეთ შექმნილ სიტუაციაზე და მოძებნეთ პასუხი,თუ რატომ მოხდა ის.ჩამოწერეთ ყველა შესაძლო გზა გამოსავლის საპოვნელად;
  3. აირჩიეთ ერთ–ერთი თქვენს მიერ არჩეული გზა და განახორციელეთ,სცადეთ პრობლემის გადაჭრა.

თუ თქვენმა დასახულმა გზამ გაამართლა ხომ კარგი, და თუ არაფერი გამოვიდა ოღონდაც ისევ წუწუნს ნუ დაიწყებთ,ხომ ხედავთ რომ ეგ საქმეს ვერ შველის.

გასაგებია,რომ დალხენილი ცხოვრება არავის არ აქვს და საწუწუნო ყველას მოეძებნება,მაგრამ დაფიქრდით,თქვენ გსიამოვნებთ ვინმეს გულისწამღები წუწუნის მოსმენა?იფიქრეთ ლოგიკურად და ყველაფერი  მოგვარდება,თუმცა იმასაც დავამატებ რომ ადამიანი,რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს წუწუნს არ დაიწყებს და ამაში დროს არ დაკარგავს.იმედი მაქვს ჩემი პოსტი  წუწუნის წინააღმდეგ წუწუნი არ გამოვიდა.= ))

აკრძალული ხილი

Posted: სექტემბერი 4, 2011 in პროტესტი))
ტეგები:

ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი რამე დაიწერა და ითქვა საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით .საქმე ეხება თითქოსდა კანონს,რომელიც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კრძალავს არც მეტი არც ნაკლები, კოცნას.

აქამდე არ მაწუხებდა ეს პრობლემა, არც კანონი და არც მომავალში შევაწუხებინებ თავს,მაგრამ თუ ის მართლა არსებობს მინდა ცოტა ვიხალისო და სასაცილოდ ავიგდო.ახლავე მოგახსენებთ რატომაც:

როდესაც ამ საკითხზე რამდენიმე ადამიანის შეშფოთებული კომენტარი მოვისმინე,პირველი კითხვა რომელიც გაჩნდა იყო ,,რატომ?”

მეორე კითხვა იყო: ,,ამათ (კანონმდებლებს) შიგ ხომ არ აქვთ?”

და შემდეგ დავიწყე ამ საკითხის განხილვა.დავიწყოთ რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევიდან და მივადგეთ ,,განტევების ვაცს”,რომელსაც საქართველოში ყველაფერი შეგვიძლია დავაბრალოთ: წვიმა,გვალვა,შიმშილი,უფულობა,ფაღარათი,მეზობლის კატის შეურაცხადი საქციელი და რავიცი კიდევ ათასი რამ,რაც ჩვენ გარშემო ხდება და რაც არ მოგვწონს. ხოდა იმას ვამბობდი რომ ამ ადამიანმა ერთ–ერთი პატრიოტული ბანაკის ტერიტორიაზე გააკეთა განაცხადი,რომელიც დიდიდ ხანი იყო განსჯის საგანი,განცხადება ეხებოდა ახალგაზრდებს,მათ გართობას,შეყვარებულ წყვილებს და ბუჩქების დანიშნულებას შეყვარებულთა ინტიმური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

გავიდა წლები, ბუჩქების თემაც მიწყნარდა და აი ერთ დღეს, ერთ მაღალ,ლამაზ და თეთრ შენობაში შეკრებილმა კრეატიულმა ჯგუფმა,რომლებიც შეგვიძლია ზემოთხსენებული პერსონის ,,სიტყვის შესრულების მცველებად” შევრაცხოთ,დაასკვნეს,რომ ბუჩქების თემა უნდა განეახლებინათ,რადგან ,,მისი ყველა სიტყვა უნდა ასრულდეს,რასაც ის ხალხს ეტყვის გადაუბრუნებლად უნდა შესრულდეს და არავის უნდა მიეცეს უფლება ეჭვი შეიტანოს ამაში”.

რა უნდა ექნათ,ადგნენ და შეიმუშავეს ზემოთხსენებული კანონი.ააა,თქვენ ვერ მიხვდით რატომ?ეხლავე გეტყვით.აი უკვე მათი გაცემული განკარგულებაც ხელთ მაქვს:

,,სასწრაფოდ,ყველა პარკსა თუ სკვერში,ყოველი სკამის უკან,დაირგოს დიდი ზომის მარადმწვანე ბუჩქი”

ნაწყვეტი ერთ–ერთი ახალი ევროსტანდარტების (და არა ევროგაგების) პარკის გახსნაზე უმაღლესი კანონმდებლის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან:

,,რეალურად ჩვენ ვნერგავთ უახლეს სტანდარტებს, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ გარემო,სადაც ხალხი იგრძნობს რომ მსოფლიოს ნაწილია,ეს ბუჩქები არის ჩვენი გამარჯვება და ეს ბუჩქები არის ჩვენი მომავალი,მათ აქვთ განსაკუთრებული არა მარტო დეკორატიული მისია,არამედ ერის გამრავლების საქმეში მათ აქვთ გადამწყვეტი როლი.ჩვენ ვუფრთხილდებით ტრადიციებს,ჩვენ ვინარჩუნებთ აღებულ გეზს და ჩვენ ვქმნით მომავალს.”

ევროსტანდარტების პარკებში ევროპაში არავინ დაგიშლის ბალახზე ჯდომას,პარკში კოცნას(ალკოჰოლურ სასმელებზე ხმას არ ვიღებ), ჩახუტებას,სკამზე წამოწოლას და დას–ვე–ნე–ბას.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ და თქვენი შეყვარებული მიდიხართ პარკში, სხდებით სკამზე,თავზე გადგათ დაცვა, თქვენ პატიოსნად ზიხართ სკამზე გასწორებულები,გსურთ მოეფეროთ თქვენს შეყვარებულს,მაგრამ დაცვა აკონტროლებს თქვენი ,,სითავხედის ზღვარს”, ნორმალური კოცნაც შეიძლება,ხო რა თქმა უნდა ნორმალური,აბა ,,გადააჯექი ზევიდან შეყვარებულს და პარკში გახედნე” ყველა ქვეყანაში დაჯარიმდება.მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თქვენ გადაინაცვლებთ სკამის უკან ბუჩქში,სადაც შეგიძლიათ ის აკეთოთ რასაც მოისურვებთ,ოღონდ ყოველდგარი სინდისის ქენჯნის გარეშე,რადგან თქვენ ამის უფლება თავად კანონმა მოგცათ დიახაც!

აბა ვის გაუგია პარკში,უამრავი ადამიანის თანდასწრებით,ლაივ კამერების რეჟიმში,პარკში,სადაც ბავშვები თამაშობენ(!!!) ვის გაუგია სიყვარულის გამოხატვა,ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი!

რამდენადაც ეს ყველაფერი სრულიად უაზროა,იმდენადვე გულისამრევია.

ან კიდე აი კიდევ ერთი რამ წარმოიდგინეთ: ფეიბოქსის აპარატებში დაემატება ახალი ფუნქცია,სადაც თქვენ წინასწარ შეძლებთ გადაიხადოთ ქუჩაში კოცნის საფასური,აპარატი მოგცემთ ჩეკს და თქვენ თამამად შეძლებთ ქუჩაში დაკავდეთ კოცნით,აი როგორც ,,სითი პარკია”, კარგი იქნება შუბლზე თუ მიიკრავთ ამ ქვითარს,რომ კანონის დამცველმა უდროო დროს არ შეგაწყვეტინოთ სიამოვნება.ყოველი მეასე გადამხდელი მიიღებს საჩუქრად უფასო 50 კოცნის ვაუჩერს!

აი დადგა ეს დროც,ქალბატონები ვაჟებს ვაჟკაცობის გამოვლინებაში და სიყვარულის დამტკიცებაში და გამბედაობაში მხოლოდ ამ საქციელსღა უთვლიან.ეს თავისთავად იზიდავს ტურისტებს,მათ თუ რომელიმე ტყიდან გამოვარდნილი ერი არ ვეგონებით,იმედია იმას მაინც მიხვდებიანრომ ,,ისჯება კანონით” ნიშნავს ფულად ჯარიმას და არა ქვებით ჩაქოლვას.

ქვეყანაში გაჩნდებიან ახალი კანონდაუმორჩილებლები,რომლებსაც საპატიმროებში ჰკითხავენ:,,რისთვის ზიხარ?” და დამნაშავეც შეჭმუხნილი შუბლით და აბურცული ტუჩებით უპასუხებს:,,არასანქცირებულ კოცნაზე წამასწრეს ამის დდშვც”.

დიდი ხანია ეს პოსტი დრაფტებში განისვენებდა და რა დააშავა,თქვას თავისი სათქმელი.= ))

ისე მე ამ ტიპს უფრო ვაფასებ,ვიდრე იმას ვინც ჩემს ,,სახელს უფრთხილდება” და მხოლოდ ბნელ ადგილებში ამჟღავნებს თავის გრძნობებს))