ქეთი მიდის ჰოლივუდში (რენესთან ერთად)

Posted: ივლისი 21, 2011 in ქეთი მიდის ჰოლივუდში (რენესთან ერთად)

ჩვეულებრივი ზაფხულის საღამოა,ჩვეულებრივზე უფრო ჩვეულებრივად ცხელა,ჩვენ საგურამოში ავდივართ რენეს მანქანით,მე დამცირებული და შეურაწყოფილიც კი ვარ იმის გამო რომ მის მანქანაში უკანა სავარძელზე მიწევს ჯდომა რენეს მეგობრის საშინელი დაჟინების გამო,მე ვერავინ მაჯობებს დაჟინებაში,მაგრამ ამჯერად ვუთმობ.

პიკნიკი კარგი რამეა,მეგობრებთან ერთად უკეთესია,მაგრამ როცა ოთხ ბიჭში მარტო შენ ხარ გოგო რაღაცნაირი შეგრძნებაა,არა საკუთარ თავში სულაც არ მეპარება ეჭვი,უბრალოდ ვერ ვხვდები ეს რა ახირებაა,მას თავისუფლად შეეძლო თანამშრომლის მაგივრად წამოეყვანა უფრო ახლობელი ადამიანი,ისეთი,როგორიც დანარჩენი სამი ვართ მისთვის.

რომ არ მოვიწყენ ფაქტია,გარშემო ამდენი მამრია და ყველას ჩემთან საუბარი უნდა))

რენეს სახლი აქვეა,მაგრამ სახლში ყოფნის სურვილი არც ერთს არ გვაქვს, ველად უნდა გავიჭრათ,მწვადი შევწვათ,კოღოებს თავი დავაკბენინოთ და მგლებს მადა აღვუძრათ.იმ საღამოსვე ვაპირებთ უკან გამობრუნებას,რენე არ სვამს (თავიდან).ბოლოს ყველას ავიწყდება რომ ხვალ სამსახურში ვართ წასასვლელები,რომ ხვალ ორშაბათია და რომ საერთოდ,ხალხი გველოდება თბილისში.

მე დიდად თავს არ ვიკლავ სახლში წასვლის სურვილით,ღამე უცხო სახლში,რენესთან ერთად,თან წვიმას აპირებს,არის ამაში რაღაც ინტიმური და რამანწიკული))

მე და რენე ცეცხლთან ვზივართ,ცეცხლს ვჩხრეკთ და გვთბილა..დანარჩენები სვამენ.მოულოდნელი წვიმა ქეიფს გვიშლის, სასწრაფოდ ვკრეფთ ყელაფერს და სახლისკენ ვიღებთ გეზს,თბილიში წასვლაზე არავინ ხმას აღარ იღებს, ამიტომ რენე თავისი საზაფხულო აგარაკის კარს ფართოდ აღებს ჩვენთვის.ბიჭები დომინოს თამაშს იწყებენ,მე ვზივარ და ბალს ვჭამ ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი,გარეთ წვიმს..

შუქი ჩაქრა,მოსალოდნელი იყო ამ ქუხილში..ყველანი საწოლებს ვინაწილებთ და სიბნელეში დათო საშიში ისტორიების მოყოლით ცდილობს დროის გაყვანას,ბიჭებისა არ ვიცი,მაგრამ მე ნამდვილად არ მეშინია,რენე გვერდზე მიზის და თავი ჩემს კალთაში უდევს..კარგია სიბნელე,წვიმა,ქუხილი,ღამე და რენე ერთად))

შუქი მოვიდა,დათო სიხარულისგან საწოლზე ხტუნაობას იწყებს და ალბათ ჩაანგრევს კიდეც ბალიშს თუ არ ვესვრი,საპასუხოდ ოთხი ბალიში მხვდება სახეში და ვიქოლები.უკვე ორის ნახევარია,ბიჭებს ძილი ერევათ,ყველა თავის ლოგინზეა განთხმული,ძველი რადიო იპოვა რენემ და ღამის ჰანგები მატკბობს.რენემ რატომღაც გვერდით ოთახში გადაწყვიტა დაძინება,მე მიტყდება,რატომ უნდა ვიწვე სამ უცხო(სავით) ბიჭთან ერთად ერთ ოთახში,რენე თითქოს მიმიხვდა და საწოლის გაცვლას მთავაზობს,უკმაყოფილო სახით ვთანხმდები.უძილობას ვიმიზეზებ და მაგიდაზე გაშლილი დომინოთი თამაშს ვიწყებ,ორივე მხარე მე ვარ,ნელა და დინჯად ვთამაშობ,სად მეჩქარება..ერთი საათის შემდეგ საკუთარმა თავმა მომიგო,მეორე მხარეს რომ  მე იჯდა,აი იმან..ყველას მშვიდად სძინავს, სამი საათია უკვე,რადიოს ვრთავ და გვერდზე ოთახში გავდივარ,არ მეძინება,რა დამაძინებს,მე აქ დასაძინებლად არ ჩამოვსულვარ,რა უპონტო ხალხი ხართ რა! პლედს ვიხვევ და კარებში ვჯდები,წვიმა შეწყდა,მცივა..ვზივარ ასე გაშტერებული ალბათ ნახევარი საათი და მაკანკალებს.არ მინდა საწოლში,ჯანდაბას ეს საწოლიც და ეს ღამეც,ვკანკალებ,რატომ ვიშლი ნერვებს რა მინდა?რავიცი,სხვანაირად მინდა,ასე არა.ზღურბლიდან ვდგები და ახლა ფანჯარასთან ვინაცვლებ,ფეხის ხმა მესმის უკნიდან,რენე თავზე მადგას:

_რატომ არ გძინავს?_მეკითხება დაბალი ხმით და ნამძინარევი სახით.

_ვერ ვიძინებ_ვამბობ დამნაშავესავით და გაღიმებას ვცდილობ._უცხო სახლში პირველ ღამეს ვერასდროს ვიძინებდი ბავშვობიდან..

_აა,აუ რატო ეე?მოდი დაგეძინება,დაწექი და რა უნდა დაძინებას,ვერ ხედავ იმათ რა დღით სძინავთ??

_ოო,რა ვქნა ვერ დავიძინებ,წადი შენ,თუ მე გაგაღვიძე,ბოდიში..

_მოდი დაწექი ამ ლოგინში და ნახე თუ არ დაგეძინოს_შუქს აქრობს და საწოლისკენ ძალით მიმათრევს.

_აუუ შუქი რატომ ჩამიქრე რენეე,აუუ რა დამაძინებს ეხლა მითუმეტეს!

უცებ ხელში მიტაცებს და საწოლზე მაწვენს,მერე ზევიდან პლედს მაფარებს და გვერდზე მიწვება._მოდი მე უნდა დაგაძინო.რა გაყინული ხარ..

წინააღმდეგობას არ ვუწევ,ვწვები და მის თბილ სხეულს ვეკრობი.ხელებს მხვევს და გულში მიკრავს.აი ასე სჯობს))

_დახუჭე გოგო თვალები!_საიდან დაინახა ეხლა მიხუჭია თუ არა.

_მოიცა რენე აი იქ,ჭერში რაღაცა ხმები ისმის..

_ჩემი მშიშარა გოგო..გათბი?

გავთბი და არც მშიშარა ვარ,ეს მინდოდა))ეხლა დავიძინებ..მაგრამ არც ეხლა არ მინდა ძილი..

წყნარად ვლაპარაკობთ,ეხლა დათომ რომ გაიღვიძოს რა დღეს დაგვაყრის! გვეცინება,დათო ჩვენში ყველაზე ,,სპეტაკი’’ არსებაა,მისი აზრით მეგობრობას ზედმეტი ,,ტმასვნა’’ არ სჭირდება))

შენ სხვანაირად ფიქრობ? _ამ კითხვას უკე საკუთარ თავს ვუსვამ.

არ ვიცი რამდენი ხანი ვართ ესე,რენე მოითხოვს,რომ დავიძინო.მე მაიმუნობის ხასიათზე ვარ,სულაც არ მეძინება,მაგრამ მის ძლიერ მკლავებში რააღაცა მორჩილი გავხდი,თავი მის მკერდზე მიდევს და ხელით ყელზე ვეფერები.

ნახევრად ძილში ვარ,ყოველ შემთხვევაში ზედმეტი სუნთქვაც არ მინდა რომ ეს მყუდროება არ დავარღვიო.რენე ალბათ  ფიქრობს, რომ უკვე დიდი ხანია მძინავს.ხელები მჭიდროდ აქვს შემოხვეული,მე კი ცხვირი მის კისერში მაქვს ჩაყოფილი და მშვიდად ვსუნთქავ.რენე ხელებს ვერ აჩერებს,მისი ხელი ხან ჩემი ზურგიდან მუცლისკენ ინაცვლებს,ხან მკერდისკენ.მე ვიშმუშნები,და ჩერდება.

ჩამთვლიმა,მისი ხმა მაღვიძებს, ყურში მეუბენება:_მიყვარხარ..

მე არ ვიმჩნევ,უფრო ღრმად ვრგავ მის ყელში თავს და გაღიმებული სახით ღრმად ვიძინებ.

დილით ფრთხილად დგება და საბანს მაფარებს,მაკანკალებს.

_გათენდა?

_ჰო,ჯერ ადრეა,დაიძინე..

მეც ისევ მოხერხებულად ვეწყობი მის მკერდზე და ძილს ვაგრძელებ.

კიდევ ერთხელ გამოვერკვიე ცოტა ხნით  ძილიდან, როცა საწოლიდან საბოლოოდ ადგა, ჩაიცვა  და ყელში მაკოცა.

რამდენიმე საათის შემდეგ დათო გვარიანად მაჯანჯღარებს და მხიარული სახით შემომცქერის._დილამშვიდობისა, მძინარავ! საწოლში ამჯერად მარტო ვარ.

იქნებ დამესიზმრა?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s