……

Posted: ივლისი 8, 2011 in მე მე მე

იცი როცა ძალიან ცუდათ ვარ რას ვაკეთებ?ღამე ჩემი ოთახის ფანჯარაზე ვდგები და წინ ვიწევი,მომწონს ქვემოთ ყურება.მერე ვჯდები რაფაზე,ფეხებს გარეთ ვალაგებ და ხარბად ვსუნთქავ ღამის ნიავს.ჩემს ფანჯარასთან ხე დგას,თუთის, ,,ლამის სახლში შემოიჭრას თუთა…’’ და ვერავინ ვერ მხედავს თუთის დამსახურებით.ვზივარ ასე საათობით,ვიყურები ცაში,ქუჩაში,ძირს,სხვის ბინებშიც.იქიდან ხან ტელევიზორის ეკრანი ანათებს,ხან ჭურჭლის ხმა ისმის,ხან ქალი აუთოვებს..

ახლაც ასე ვიჯექი,ერთი სული მქონდა გადამეხედა ძირს, ერთი წელია არ გამიკეთებია ეს.ზაფხულობით ძალიან სასიამოვნოა. გამწარებულ გულზე მსიამოვნებს,მაგრამ ვიჯექი და გიჟივით მეცინებოდა,მინდოდა თუთის ტოტს მივწვდომოდი და ზედ დავკიდებოდი.ძალიან მინდოდა.მჭირდება რამე სიცოცხლე რომ ვიგრძნო.ვერაფერს ვერ ვგრძნობ. გამშრალი ვარ.

და თქვენ ყველანი ამაში მეხმარებით.

მინდა ყველაფერი დასრულდეს.გამახსენდა როგორი დიდი შვებით გადახტა მარტინ იდენი წყალში და რა ხარბად ჩაიგუბა წყალი ფილტვებში. მინდა რამე ვიგრძნო.მინდა ტკივილის გარდა რამეს ვგრძნობდე.თუნდაც ცოტა ხნით. ოღონდ გთხოვთ,რომ მაგრძნობინებთ რამეს,თან დააყოლეთ რომ ეს დროებითია და რომ მე არ უნდა გამიხარდეს და რომ მალე ისევ ყველაფერი ძველებურად უფერულად იქნება,და მეც უფრო ნაკლებად მეტკინება.

Advertisements
კომენტარები
  1. Chiamaria ამბობს:

    გამოცოხლდი… ირგვლივ სიცოცხლეა და აყევი შენც.. :*

  2. Shotex SaLbishvili ამბობს:

    CHEMi bralia 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s