Posted: ივნისი 26, 2011 in მე მე მე
ტეგები:,

ბანალურად დავიწყებ: მე შენ მიყვარხარ.

რა სჯობს ამას,ავოიე.

მე შენ მიყვარხარ.

ერთი წელია;

ორი წელია;

სამი წელია;

ოთხი წელია;

აგერ უკვე ხუთი წელია თურმე..

მე შენ გვერდით არ ვარ,არც შენ ხარ ჩემ გვერდით.მერე რა.

მე შენ მიყვარხარ,

ისეთი ცისფერთვალა,ბავშური,მხიარული,უაზრო,მშიშარა,უგულო,უყურადღებო,მწეველი,უ-უნარო, როგორიც ხარ.

რაში მჭირდები, რად მინდა შენისთანა?

მინდა, ჩემთვის, ჩემი სიმყუდროვისთვის, ჩემი სითბოსთვის, ჩემი გულისთვის, ჩემი შვილისთვის.

იქნებ ჩემი ახირებისთვის მხოლოდ?!

ახლა მე შენკენ თითს ვიშვერ და დაგცინი: ხუთწლიანო ახირებაავ!

მე შემეძლო,ყველაფერი შემეძლო, შენ მხოლოდ გეთხოვა. გეთხოვა და მე ჩამოვიდოდი შენთან, გეთხოვა და მე დავდგებოდი შენს წინ როცა გლანძღავდნენ ჩემ გამო. გეთხოვა და მე გაგიგებდი ამდენ შეცდომას,გეთხოვა და მე გაპატიებდი. გეთხოვა და მე დაგელოდებოდი, გეთხოვა და მე მეყვარებოდი…

მე შენ მიყვარხარ.

მე არ ვნებდები,  მე ვერ ვიჯერებ, მე ვერ ვეგუები, მე ვერ ვწვდები, მე ვერ ვიაზრებ, მე ვერ ვურიგდები, მე ვერ შევძლებ შენს გაწარსულებას. მე ვიბრძვი, რომ არ გაქრე. თავს ვიმცირებ, რომ არ დაგავიწყდე. ვმათხოვრობ, რომ არ მიმატოვო. ვიხვეწები, რომ არ გადამიყვარო. ვცდილობ, რომ დაგიბრუნო. ვწვალობ, რომ რეალობა შევცვალო. _მხოლოდ წარმოსახვით.

მე არ ვნებდები,ხუთი წელია.ვეცემი და ვდგები, მამცირებ და გიღიმი, ჩემი მოშორება გინდა, იმიტომ რომ არ შეგიძლია ჩემი სიახლოვის ატანა, ყოველთვის შენ მეტად გიყვარდი, ვიდრე მე. მე თუ ასე მიჭირს,შენ გკლავს. მე მხრებში მაქვს შენთვის ხელი ჩავლებული და მთელი ძალით გაჯანჯღარებ, გაიღვიძე!

იცოდე წავალ,

იცოდე წავალ,

იცოდე წავალ.

იცი და მიშვებ.

ვერაფერს ვერ ცვლი, მაწანწალა ძაღლზე მშიშარა ხარ, რომ დაიხრები და უკვე რომ გარბის ქვის სროლის მოლოდინით შეშინებული.

შენც გაიქეცი,  როცა დაიხარნენ, თასმის შესაკრავად.

შენ დამთმე ერთი ჩხუბის, ერთი უარის, ერთი ნაწყენი შემოხედვის, ერთი უგულო საყვედურის, ერთი მკაცრი კილოს, ერთი ცრემლის გამო.

მე არ გთმობ 1800 შენით დამძიმებული  ღამის და ამდენივე უსიხარულოდ გათენებული დილის შემდეგ, ნაწყენი გასიებული გულით,შეურაწყოფილი არსებით, ჩამქრალი თვალებით და მონატრებული თითებით, არ გთმობ დიახაც.

მე რომ წავალ, ვიცი, ის მკითხავს: რა გააკეთე შენი სიყვარულისთვის, რა დათმე მისთვის?რა აიტანე,რა მოითმინე,რა მოიკელი,რაზე თქვი უარი,რის ფასად დაგიჯდა,ყველაფერი შესწირე?? მე მას თავი შევაკალი და სიცოცხლე მივუძღვენი და შენ?

მინდა თვალებში ჩავხედო და მართალმა ვუთხრა: მეც, დედა!

მე შენ მიყვარხარ. დავიღალე, ბევრი ვიწვალე,შენ მაგივრადაც. მე არ ვაპირებ უარის თქმას შენ გამო, როცა ის მოვა, მე მას მივიღებ, მაგრამ ის თვითონ წავა. მე უნდა ვცადო,მე ყველაფერი უნდა გავაკეთო,მე უნდა ვცადო,მე ბოლომდე უნდა ვცადო,არა,არა და არა! მე უნდა გავაკეთო ეს. იმისთვის რომ ვიყო ჩემს თავთან მართალი,ვიყო ჩემს მომავალთან მართალი,ვიყო შენთან მართალი, და მასთანაც მართალი უნდა ვიყო, რომ წავალ. ასეა,შენ მაგივრადაც მე ვაკეთებ ყველაფერს,ასე იქნება მთელი ცხოვრება,მე უნდა გათრიო,მე უნდა მიგითითო,მე უნდა მოგიწოდო,მე უნდა აგიხსნა,მე უნდა ვიყო პირველი.

თანახმა ვარ))

ამირან გულში მღეროდა არ კმარა თურმე. აა,დამოუკიდებელი არ ხარ და ეს გიშლის ხეელს? გახდები დამოუკიდებელი და მაშინაც მასეთი ჩმორი ინები რაც ახლა ხარ 🙂

ისე მძულხარ რომ უკვე მაზიდებს,უკვე ვეღარ გავუძლებ მეტს,უკვე გაცდა ყველა საზღვარს ეს ამბავი,უკვე გაიხრწნა,უკვე აორთქლდა,მორჩა,ჩაკვდა,გათავდა!_ აი ამას ამბობს ტვინი შენზე.

მე შენ მიყვარხარ. დროებითი სიყვარული არ არსებობს, სიყვარული გრძნობაა, მუდმივია, ის გულშია, გული უძიროა, იქ ყველა ეტევა, შენ ძირში ხარ  და დანარჩენ სიყვარულებს საძირკველს უქმნი._ამას დანარჩენი სხეულის ყველა ნაწილი ამბობს,ერთად.

მე შენ მიყვარხარ.

მტკივა.

მტკივა ის ადგილი სადაც ცრემლები ჩამოდის, ვგრძნობ ხოლმე როგორი ცხელი ცრემლი მოდის და მეშინია.

ააა, გითხრეს რომ ასე არავის აღარ ეყვარებიო?

მერე? მერე შენ რა გააკეთე?

მოდიხარ და მეუბნები რომ არავინ არ გიყვარს? და რომ გტკივა ის რაც მოხდა? და მთელი ცხოვრება ამ დანაშაულზე იფიქრებ? და არც არავინ აღარ შეგიყვარდება? რა იდიოტური პასუხია,რა ჩლუნგიზმია.

და მაინც, მე შენ მიყვარხარ.

მერე რა?არც არაფერი, ეს უკვე ისტორიაა..

Advertisements
კომენტარები
  1. ninola's blog :))) ამბობს:

    ვაიმეეეე..ყველაფერი მეტკინა..შიგნიდან..ჩემი ”თავისავით;; რაღაცა დავინახე.. : ((((

    მე შენ მიყვარხარ,

    ისეთი ცისფერთვალა,ბავშური,მხიარული,უაზრო,მშიშარა,უგულო,უყურადღებო,მწეველი,, როგორიც ხარ. მეც ესეთი…. :((

    მე ვერ შევძლებ შენს გაწარსულებას….. ააააააააა :((((((((

    ისეთი სითბოთი და სიყვარულით აღსავსე სიტყვები იყოო არ შემიძლია რამე ვთქვა….

  2. qetusia ამბობს:

    ხო,მე და შენ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და უხმოდ ვილაპარაკოთ )))ძაან ბევრი ემთხვევა))

  3. annwindsor ამბობს:

    ”მე ვერ შევძლებ შენს გაწარსულებას.” საოცარი იყო..
    ძალიან მომეწონა ^^
    ყოჩაღ(თ) ♥ ♥
    თან რაღაც ძალიან ჩემიანი იყო,ნაცნობი .. )) ♥♥

  4. qetusia ამბობს:

    მადლობა რომ მოგეწონა (თ) =))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s