შენ

Posted: ივნისი 13, 2011 in მე მე მე

მე და შენ ძილის წინ ზღაპრებს ვუყვებოდით ერთმანეთს,ჩვენ მოგონილ ზღაპრებს ერთმანეთზე..

მე და შენ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და გვავიწყდებოდა რომ ეს აკრძალული იყო.

მე და შენი ხელები თავისით პოულობდნენ ერთმანეთს ერთად სიარულის დროს და ჩვენ ამას ყველაზე გვიან ვამჩნევდით.

მე და შენ გვიყვარდა ცაში ყურება ძალიან ძალიან მაღალი ნაძვების წვერებს იქით ცაში..

მე და შენ ვცხოვრობდით ერთ სახლში,ერთ პაწაწუნა ხის სახლში ტყის პირას..

მე და შენ დავდიოდით დილით სოკოების საკრეფად იმ ტყეში.

მე და შენ ყოველ საღამოს კოცონის გარშემო ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით და ჩუმათ ვუყურებდით ერთმანეთს.

მე და შენ დილით ერთად ვამზადებდით საუზმეს.

მე და შენ არასოდეს გვიჩხუბია შენი მიზეზით.

მე და შენ ვიპოვეთ სიყვარულის კლდე და მისი ნატეხები ერთმანეთს ვაჩუქეთ.

მე და შენ ერთად გვინდოდა ზღვაზე წასვლა მაგრამ მე მარტო წავედი))

მე და შენ ერთად გვინდოდა ყოფნა მაგრამ  ვერ შევძელით.

მე და შენ არ გვინდოდა ის რაც მოხდა მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგეთ.

მე და შენ გვინდოდა ერთმანეთისთვის გვეკოცნა მაგრამ ვერ ვაკოცეთ))

მე და შენ გვინდოდა ხმამაღლა გვეყვირა როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მაგრამ ვერ ვიყვირეთ.

მე და შენ გვინდოდა გავმხდარიყავით ,,ჩვენ” მაგრამ ვერ გავხდით.

მე და შენ გვინდოდა გვყვარებოდა ერთმანეთი ცხოვრების ბოლომდე და…

 

Advertisements
კომენტარები
  1. ninutsa5551 ამბობს:

    მე და შენ ერთად გვინდოდა ყოფნა მაგრამ ვერ შევძელით.

    მე და შენ არ გვინდოდა ის რაც მოხდა მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგეთ……

    ……….არ ვიცი,ხანდახან ესეც ხდება მაგრამ..იქნებ თუ მეტად მოინდომებენ ”ისინი” და გამბედაობა ექნებათ შეძლონ ის რაც უნდათ..თუ უნდათ….

  2. qetusia ამბობს:

    =)) მართალი ხარ,შეუძლებელი არაფერია,მთავარია ეგ მონდომება ორივე მხარეს ეტყობოდეს ერთნაირი ძალით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s