ჩვენ,ქართველები

Posted: ივნისი 11, 2011 in პროტესტი))
ტეგები:, , , , ,

      დღეს ქართულ საზოგადოებაში,რომელსაც პრეტენზია აქვს ერქვას ,,მოდერნ’’, მოდაშია ყველაფრის გადაფასება, ყველა ქართული ტრადიციის აბუჩად აგდება და ,,ამოგდება”,ყველაფერი ძველი=უაზროს,ზომბირებულს. დღეს მოდაშია ყველაფერი ქართულის გაუფასურება და დაცინვა. მაგალითად: თუ შენ გამოაცხადებ რომ სექსზე თავისუფლად შეგიძლია საუბარი (და არა მარტო) ჩათვალე, რომ ყველა ,, მოაზროვნისათვის’’ მისაღები ხარ, ასევე უნდა დაამატო, რომ არ გიყვარს პატრიარქი და საერთოდაც, ათეისტი ხარ (კარგი იქნება თუ რამოდენიმე ფრაზაც იცი ბიბლიიდან რომლებსაც გააშარჟებ). სექსს უკვე გავუშინაურდით, ეხლა ჯერი სექსუალურ უმცირესობებზე მიდგა. თუ შენ თანამედროვე ქართველი ხარ, ერთი გეი მეგობარი აუცილებლად უნდა გყავდეს ან თავად იყო, ან ხმამაღლა განაცხადო რომ ხარ ბი. და ვინც სექს. უმცირესობებს პატივს არ სცემს, დეგენერატია და ჩარჩენილი.ყ ოვლად დაუშვებელია პატრიოტობა,ა მ თემასთან დაკავიშირებით შეიძლება რამდენიმე ვარიანტიც განვიხილოთ: 1) პატრიოტიზმი სულაც არ არის ის პატრიოტიზმი,რომელიც ქართველებს ქვეყნის სიყვარულში ერევათ(?).  2) პატრიოტიზმი მარტო სუფრასთან სიმთვრალეში გასახსენებელი ახირებაა. მე კი მგონია რომ ნებისმიერ ქართველს პატრიოტობა მაშინ უნდა გახსენებოდა, როცა ერთ დროს ,,ადნაკლასნიკში’’ დაპანიკებულები აუწყებდნენ ერთმანეთს ბოროტი რუსი ადმინისტრატორების ვერაგ საქციელს, რომლებიც თურმე ყველას ბლოკავდნენ საიტიდან, ვისაც საქართველო ჰქონდა მითითებული… რამდენმა ,,მეგობარმა’’ მომწერა მაშინ და გამაფრთხილა რომ იცოდეთ!=)) მეც არ მიკვირდაა ეს ხალხი ასე უცებ ან რიოში როგორ აღმოჩნდა, ან ლონდონში და ან ზიმბაბეში-თქო)) თურმე ნუ იტყვი და ,,გადარჩენას ცდილობდნენ’.’ ეგეც შენი პატრიოტობა.

ასევე აუცილებელია გათათხოთ წინა თაობა, რომლებსაც ბევრი რამე ,,ეშლებათ”. აქ დავამატებდი,რომ ჩვენც გავხდებით წინა თაობა და არც ჩვენ არ შევიცვლით ტვინში ჩანერგილ მთელ ცხოვრება გავლილ აზრებს მხოლოდ იმიტომ რომ ახალ თაობას ახალი ღირებულებები აქვს. და საერთოდ ,თავი დავანებოთ ჩვენს გამზრდელ–აღმზრდელ თაობას, ზუსტადაც მათი დამსახურებაა რომ დღეს თავისუფლად ვაზროვნებთ და მართალია ათას სისულელეში ერთ ჯანსაღ გამოსადეგარ აზრს ვურევთ,მაგრამ ეგეც საქმეა. მე არ მიმაჩნია რომ ჩვენი მისიაა ძველი თაობის ,,გამოაშკარავება” და მერე მათი ქილიკი. ყველამ თავისი ცხოვრება განვლო და საკუთარი გამოცდილება მიიღო. და თუ რამის შეცვლა გვინდა (რაც არამგონია ფეისბუკზე სტატუსების ან თუნდაც ამნაირი პოსტების წერით იყოს შესაძლებელი) ეს ჩვენს შვილებში უნდა ,,დავაბანდოთ”. და კიდევ,მიმაჩნია, რომ ეს პოსტი სულ ტყუილად დავწერე =))))))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s