,,შენ რა გაგათხოვებს’’_ფენომენი

Posted: ივნისი 11, 2011 in პროტესტი))

ჩემი დღიური(თვიური)(წლიური)(განწყობისიური) სქელტანიანია და მისი ფურცლები ძირითადად მაშინ ივსება როცა ჩემი ემოციურობა პიკს აღწევს და როცა გარშემო არავინაა ისეთი ვისზეც ამ ემოციის გადმონთხევა შეიძლება=)) ძირითადად ნეგატიური ემოციის სამწუხაროდ.ადამიანები რომლებსაც წერის სურვილი უჩნდებათ მე მაინც მგონია რომ უმრავლესობა ამ მიზეზის გამო წერს.(მე მგონია მეთქი,მე,ანუ სუბიექტური აზრია და არ უნდა ამას თქვენი საპირისპირო აზრის დაპირისპირება)!

ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა არაა იმდენად ნეგატიური რამდენადაც აღშფოთებული.აგერ უკვე მერამდენედ მოხდა ის ფაქტი რომ სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან,რომლებსაც მხოლოდ ერთხელ გავესაუბრე,გამოითქვა აზრი რომ მე ვარ ძალიან მომთხოვნი და მკაცრი ადამიანი.და ამას დაემატა ფრაზა,რომელსაც მე უკვე კომპლიმენტად ვიღებ და გეტყვით რატომაც. ფრაზა შემდეგია:,,აუუუ,შენ რა გაგათხოვებს,გოგო??”” :\:\:\:\

გუშინდელი შემთხვევაც სრულიად მოულოდნელად ამ ფრაზით დაიწყო.წარმოიდგინეთ სიტუაცია,მე და ჩემი მეგობარი გოგო მოვდივართ მოვლაღაობთ კინოდან და ბანანის საყიდლად მივაშურეთ იქვე მდგომ საშუალო ხნის მამაკაცს,რომლისგანაც ერთადერთი რაც მოვითხოვე იყო კარგი ბანანების არჩევა.და უცებ ბრახ!შენ რა გაგათხოვებსო…უკაცრავად?? ჩემი რეაქცია დაგვიანებული იყო, კითხვა გვიან შევუბრუნე რა ვთქვვი ამისთანა ასეთი აზრი რომ დაგებადათ მეთქი და ჰოი საოცრებავ!!პასუხი შემდეგი იყო:,,აბა ყველაფერს საუკეთესოს არჩევა რომ გინდა სადაა მასე’’…. :\:\:\:\

დიალოგი რათქმაუნდა აღარ გაგრძელდა,სამაგიეროდ მე გამიჩნდა ასოციაცია: გათხოვება=საუკეთესოს არ ნდომას.გათხოვება=არჩევანის შეზღუდვას.გათხოვება=საკუთარი აზრის არ ქონას.გათხოვება=გა-თხოვე-ბას.

კომპლიმენტად მივიღებ აბა რა!!! ღმერთმა დამიფაროს მსგავსი სისულელისგან თუ ის ჩემს ვინმესთვის მინათხოვრებას გულისხმობს და ნივთს რომ ვინმეს ათხოვებ ძირითადად არ ეკითხები მოსწონს თუ არა მისი მთხოვებელი.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ამ თემაზე მომიწევდა თუნდაც ნახევრად სერიოზულად ლაპარაკი და ფიქრი=))მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ბევრ ადამიანში მე ასეთ რეაქციას ვიწვევ.მე მაინც მგონია რომ მათ ჩემი გარეგნობა ატყუებთ =))ფიქრობენ რომ ეს პატარა მწვანეთვალება მოკისკისე დალალებიანი გოგონა უნდა იყოს მორცხვი და თავმდაბალი(??) და აღმოჩნდება რომ ის პრეტენზიულია და საკმაოდ ჭკვიანიც(ეს სიტყვა სხვანაირადაც განიმარტება და მე იმ მეორე მნიშვნელობით ვიხმარე,ჭკვიანის არაჭკვიანური გაგებით)

აი ესაა ჩემი ამჟამინდელი პრობლემა და ფიქრის საგანი..არ გეგონოთ რომ მადარდებს მათი აზრი ან რავიცი მსგავსი არაფერი გეგონოთ,უბრალოდ არ ენდოთ ყოველთვის საკუთარ თვალებს=))

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s