Archive for ივნისი, 2011


   თამუნა,ჩემი უსაყვარლესი არსებაა,ჩემზე 13 დღით ადრეა დაბადებული და ეს მხოლოდ თავის დაბადების დღეს ახსენდება,სხვა დროს არ სარგებლობს ამ უპირატესობით ხოლმე. ჩვენ 21 წელია ერთად ვართ მაგრამ აი ბოლო 4 წელია ერთად ვცხოვრობთ (კვირაში რამოდენიმე დღე). ჩვენ ვართ ის ორი თითქმის ერთნაირი არსება,რომლებსაც თამუნას დედა სიამის ტყუპებს გვეძახის. ჩვენი დილა იწყება თამუნას ნარნარა სიმღერით,როცა ის ჩემზე რამოდენიმე საათით ადრე დგება და სანამ არ გამაღვიძებს თავისი ემართება :|. მერე იწყება ჩემი ბუზღუნი,მერე გაბუებული თმების სწორება,მერე ტელეფონის ძებნა,მერე ადგომა და ფეხშველა ბოდიალი,მერე თამუნას საუბარი სასწრაფოდ გადააქვს საუზმეზე რომ კარგ ხასიათზე მოვიდე და მერე მეც ვიღვიძებ=))

გარდა იმისა,რომ ჩვენ დები ვართ (არაბიოლოგიური),ამასთანავე ვართ ნათესავები. ბოლო წლებია რაც აღმოვაჩინეთ,რომ ერთნაირად არ გვიმართლებს პირად ცხოვრებაში,ერთნაირად გვეზარება სწავლა,ერთნაირად გვიყვარს ხალხური სიმღერა და ერთნაირად ვერ ვიტანთ დაკუნთულ ბიჭებს.კიდევ ბევრი საერთო გვაქვს და არასაერთო კიდევ უფრო მეტი, მაგრამ მთავარი ის არის რომ ბოლო 13 წელია არ გავბუტივართ ერთმანეთს( რაც მხოლოდ მისი რბილი ხასიათის დამსახურებაა) და ერთმანეთის გარეშე რამდენიმე დღე ვეღარ ვძლებთ.ახლაც, ჯერ ერთი კვირა არ გასულა რაც არ მინახავს და ისეთი უკმაყოფილო და უბედურივარ,რომ თავ-პირი ჩამომტირის((.

ჩვენ ერთმანეთს ოფიციალური სახელებით მივმართავთ:ქეთევანი და თამარი_ქართული სერიალის გავლენაა, ისიც აღმოვაჩინეთ რომ მე განსაკუთრებით ვგავარ ამ სერიალის გმირს ხასიათის სიწუნკლით=))

ხოდა აი ასე,ყოველი ერთად გატარებული დღე ჩვენთვის სიმღერით იწყება და სიმღერითვე მთავრდება საწოლში,სადაც ხანდახან ზღაპრის შეთხზვის ხასიათზეც კი ვდგებით,აი მაგალითად,ერთ ღამეს ჩემს დას მუზა ეწვია და მარტის მშვენიერ ღამეს,საგაზაფხულო ზღაპარიც გამოვაცხეთ:

იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა,იყო ორი და:თამარი და ქეთევანი.ისინი ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონები იყვნენ.მათ გარშემო უამრავი საპირისპირო სქესის ბიჭი ტრიალებდა,მაგრამ თვალები დაბრმავებული ჰქონდათ და ვერ ამჩნევდნენ დების სილამაზეს.თუმცა იყო ორი  გამონაკლისიც,რომლებსაც სიბრმავეს ვერ დავაბრალებდით,რადგან უიმედოდ იყვნენ შეყვარებულნი დებზე,სამაგიეროდ მათ სხვა უამრავი ნაკლი ჰქონდათ,რომლებთან შეგუებაც გოგონებს არ შეეძლოთ..ამ ვაჟების სახელები იყო გოჩა და ლაშა.

ასე გადიოდა დრო,თამარი და ქეთევანი მოთმინებით ელოდნენ თავიანთ ბედს,რომელსაც სჯეროდათ რომ სულ მალე იპოვიდნენ.და სანამ ეს მოხდებოდა,მათ დროის გასაყვანად და გულის გადასაყოლებლად ორი ლეკვი აიყვანეს,ორი ფინია,რომლებიც მათ ართობდნენ და მარტოობას უმსუბუქებდნენ.თუმცა ხანდახან ლეკვები ძალიან თავს გადიოდნენ და დები მათ სჯიდნენ,ხანდახან გარეთაც კი აგდებდნენ! ამ ფინიებს სახელები ერთნაირი ჰქონდათ,დიდი ქართველი პოეტის მსგავსად.(მე-12-ე საუკუნე)

ერთხელ,როდესაც თამარი და ქეთევანი გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ქუჩაში სეირნობდნენ,დახეთ ბედის სიურპრიზს!!!მათ დაინახეს საპირისპირო მხრიდან მომავალი ორი მზეჭაბუკი.როგორც კი მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,ოთხივე მიხვდა რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილნი..

ამ ბიჭების სახელები იყო გუგა და გ(..)გა.

უფრო დავკონკრეტდები და გეტყვით რომ ქეთევანის ბედის საჩუქარი გუგა იყო,რომელსაც განათლება ლონდონში ჰქონდა მიღებული,ხოლო თამარის სული მეორე ნახევარი იყო გ(..)გა,რომელსაც (…….)-ის აკადემია ჰქონდა დამთავრებული..

ბიჭები მიხვდნენ,რომ ესენი ,,ისინი’’ იყვნენ და უსიტყვოდ,მხოლოდ თვალებში ცქერით შესციცინებდნენ ერთმანეთს ხელიხელჩაკიდებულნი…

შეყვარებული წყვილები მალე შეუღლდნენ,ააშენეს ერთი დიდი ულამაზესი სახლი(ბაღით,რომელშიც თავისი ერთგული ლეკვები დააბინავეს) და ცხოვრობდნენ ბედნიერად და მხიარულად სიცოცხლის ბოლომდე..

ჭირი იქა,ლხინი აქა,ქატო იქა,ფქვილი აქა 🙂

რა თქმა უნდა გმირების სახელები შეიცვალა და თქვენ წარმოიდგინეთ და ფინიად წოდებული მამრი ამჟამად ჩემი დის სიყვარულში მეტოქეობას სერიოზულად მიწევს:|.

ხშირად ხდება ჩვენს თავს ბევრი უსიამო ამბავიც,რასაც ერთად ვუმკლავდებით,თუმცა ცანცარი უკეთ გამოგვდის ერთად.

ჩვენი ბოლო დავა რომელიც ზევით ვახსენე და რომელიც დიდი ხნის წინ მოხდარა თქმა უნდა ჩემი დამსახურება იყო და ახლავე გაგაცნობთ შინაარსს: ჩვენ სოფელიც საერთო გვაქვს სადაც ზაფხულის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებდით ხოლმე და კარგადაც ვერთობოდით.ხოდა ერთ დღესაც მე გადავწყვიტე თამარი ცხენით ჯირითში გამეწვრთნა)),მისი პანიკური შიშის მიუხედავად ჯიუტად მოვითხოვდი დაუყონებლივ შემომჯდარიყო ცხენზე ჩემთან ერთად. ეხლაც მახსოვს მისი შეშინებული სახე და მუდარა,თან ხასიათს არ იფუჭებდა და ბოლოს როცა ჩემი ვირზე შემჯდარი ხასიათის ატანას ჩემთან ერთად ცხენზე ჯდომა ამჯობინა,მე კმაყოფილი სახით გაბადრული დავატარებდი აქეთ-იქით,თამუნა კიდევ ყვიროდა: დრრრრ ცხენოოო,ვაიმეე ჩამოვვარდებიი,არ გააჭენოო, და ა.შ))

როცა ერთმანეთის გაბრაზება გვინდა,ის ქეთინოს მეძახის,მე თამრიკოს ან თამროს.

 

ჩვენი საყვარელი საქმიანობაა ხმებში სიმღერა,ჩილიმის მოწევა და ცეკვაა,აბა ორ ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე გასათხოვარ გოგოს მეტი რა ჰობი უნდა ჰქონდეს??=))ჩვენ ვერასოდეს ვეტევით სარკესთან ერთად და ყოველთვის 5 თეთრიანის ძებნაში ვართ სახლიდან გამოსვლის დროს.კიდევ გვჭირს რამოდენიმე უცნაურობა,მოდი ჩემ თავზე არ ვიტყვი,თამოს ავუწითლებ ყურებს:მისი ხშირადხმარებადი  ფრაზაა:როგორ გამოვიყურები,თმა გაბუებული მაქვს საშინლად ხომ? ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ვერ ვეტევით ერთ კომპიუტერთან ერთ სკამზე და ორივე ნახევრად ვზივართ ხოლმე ზედ სანამ ერთ-ერთს ფეხი არ დაუბუჟდება; არ ვუსწორებთ ერთმანეთს თმას თუ ეს საქციელი ორმხრივი არაა;მე მას ვემუქრები რომ თუ ისეთ ბიჭს გაჰყვება ცოლად რომელიც მე არ მომწონს მე მის ქორწილში ჩადრით მივალ და მგლოვიარესავით ვიჯდები; ასევე დიდი რუდუნებით და სიამოვნებით ვხარჯავ მის უძვირფასეს სუნამოს და სინდისი საერთოდ არ მქენჯნის.აი ასე დღეს მიჰყვება დღე,ჩვენ არ ვიცვლებით (იმედი მაქვს არც შევიცვლებით) და თუ ოდესმე არჩევანის გაკეთება მომიწევს,მეგობრობას ავირჩევ (ყოველ შემთხვევაში არ  დავჩაგრავ მაინც)….. ))))

Advertisements

Posted: ივნისი 26, 2011 in მე მე მე
ტეგები:,

ბანალურად დავიწყებ: მე შენ მიყვარხარ.

რა სჯობს ამას,ავოიე.

მე შენ მიყვარხარ.

ერთი წელია;

ორი წელია;

სამი წელია;

ოთხი წელია;

აგერ უკვე ხუთი წელია თურმე..

მე შენ გვერდით არ ვარ,არც შენ ხარ ჩემ გვერდით.მერე რა.

მე შენ მიყვარხარ,

ისეთი ცისფერთვალა,ბავშური,მხიარული,უაზრო,მშიშარა,უგულო,უყურადღებო,მწეველი,უ-უნარო, როგორიც ხარ.

რაში მჭირდები, რად მინდა შენისთანა?

მინდა, ჩემთვის, ჩემი სიმყუდროვისთვის, ჩემი სითბოსთვის, ჩემი გულისთვის, ჩემი შვილისთვის.

იქნებ ჩემი ახირებისთვის მხოლოდ?!

ახლა მე შენკენ თითს ვიშვერ და დაგცინი: ხუთწლიანო ახირებაავ!

მე შემეძლო,ყველაფერი შემეძლო, შენ მხოლოდ გეთხოვა. გეთხოვა და მე ჩამოვიდოდი შენთან, გეთხოვა და მე დავდგებოდი შენს წინ როცა გლანძღავდნენ ჩემ გამო. გეთხოვა და მე გაგიგებდი ამდენ შეცდომას,გეთხოვა და მე გაპატიებდი. გეთხოვა და მე დაგელოდებოდი, გეთხოვა და მე მეყვარებოდი…

მე შენ მიყვარხარ.

მე არ ვნებდები,  მე ვერ ვიჯერებ, მე ვერ ვეგუები, მე ვერ ვწვდები, მე ვერ ვიაზრებ, მე ვერ ვურიგდები, მე ვერ შევძლებ შენს გაწარსულებას. მე ვიბრძვი, რომ არ გაქრე. თავს ვიმცირებ, რომ არ დაგავიწყდე. ვმათხოვრობ, რომ არ მიმატოვო. ვიხვეწები, რომ არ გადამიყვარო. ვცდილობ, რომ დაგიბრუნო. ვწვალობ, რომ რეალობა შევცვალო. _მხოლოდ წარმოსახვით.

მე არ ვნებდები,ხუთი წელია.ვეცემი და ვდგები, მამცირებ და გიღიმი, ჩემი მოშორება გინდა, იმიტომ რომ არ შეგიძლია ჩემი სიახლოვის ატანა, ყოველთვის შენ მეტად გიყვარდი, ვიდრე მე. მე თუ ასე მიჭირს,შენ გკლავს. მე მხრებში მაქვს შენთვის ხელი ჩავლებული და მთელი ძალით გაჯანჯღარებ, გაიღვიძე!

იცოდე წავალ,

იცოდე წავალ,

იცოდე წავალ.

იცი და მიშვებ.

ვერაფერს ვერ ცვლი, მაწანწალა ძაღლზე მშიშარა ხარ, რომ დაიხრები და უკვე რომ გარბის ქვის სროლის მოლოდინით შეშინებული.

შენც გაიქეცი,  როცა დაიხარნენ, თასმის შესაკრავად.

შენ დამთმე ერთი ჩხუბის, ერთი უარის, ერთი ნაწყენი შემოხედვის, ერთი უგულო საყვედურის, ერთი მკაცრი კილოს, ერთი ცრემლის გამო.

მე არ გთმობ 1800 შენით დამძიმებული  ღამის და ამდენივე უსიხარულოდ გათენებული დილის შემდეგ, ნაწყენი გასიებული გულით,შეურაწყოფილი არსებით, ჩამქრალი თვალებით და მონატრებული თითებით, არ გთმობ დიახაც.

მე რომ წავალ, ვიცი, ის მკითხავს: რა გააკეთე შენი სიყვარულისთვის, რა დათმე მისთვის?რა აიტანე,რა მოითმინე,რა მოიკელი,რაზე თქვი უარი,რის ფასად დაგიჯდა,ყველაფერი შესწირე?? მე მას თავი შევაკალი და სიცოცხლე მივუძღვენი და შენ?

მინდა თვალებში ჩავხედო და მართალმა ვუთხრა: მეც, დედა!

მე შენ მიყვარხარ. დავიღალე, ბევრი ვიწვალე,შენ მაგივრადაც. მე არ ვაპირებ უარის თქმას შენ გამო, როცა ის მოვა, მე მას მივიღებ, მაგრამ ის თვითონ წავა. მე უნდა ვცადო,მე ყველაფერი უნდა გავაკეთო,მე უნდა ვცადო,მე ბოლომდე უნდა ვცადო,არა,არა და არა! მე უნდა გავაკეთო ეს. იმისთვის რომ ვიყო ჩემს თავთან მართალი,ვიყო ჩემს მომავალთან მართალი,ვიყო შენთან მართალი, და მასთანაც მართალი უნდა ვიყო, რომ წავალ. ასეა,შენ მაგივრადაც მე ვაკეთებ ყველაფერს,ასე იქნება მთელი ცხოვრება,მე უნდა გათრიო,მე უნდა მიგითითო,მე უნდა მოგიწოდო,მე უნდა აგიხსნა,მე უნდა ვიყო პირველი.

თანახმა ვარ))

ამირან გულში მღეროდა არ კმარა თურმე. აა,დამოუკიდებელი არ ხარ და ეს გიშლის ხეელს? გახდები დამოუკიდებელი და მაშინაც მასეთი ჩმორი ინები რაც ახლა ხარ 🙂

ისე მძულხარ რომ უკვე მაზიდებს,უკვე ვეღარ გავუძლებ მეტს,უკვე გაცდა ყველა საზღვარს ეს ამბავი,უკვე გაიხრწნა,უკვე აორთქლდა,მორჩა,ჩაკვდა,გათავდა!_ აი ამას ამბობს ტვინი შენზე.

მე შენ მიყვარხარ. დროებითი სიყვარული არ არსებობს, სიყვარული გრძნობაა, მუდმივია, ის გულშია, გული უძიროა, იქ ყველა ეტევა, შენ ძირში ხარ  და დანარჩენ სიყვარულებს საძირკველს უქმნი._ამას დანარჩენი სხეულის ყველა ნაწილი ამბობს,ერთად.

მე შენ მიყვარხარ.

მტკივა.

მტკივა ის ადგილი სადაც ცრემლები ჩამოდის, ვგრძნობ ხოლმე როგორი ცხელი ცრემლი მოდის და მეშინია.

ააა, გითხრეს რომ ასე არავის აღარ ეყვარებიო?

მერე? მერე შენ რა გააკეთე?

მოდიხარ და მეუბნები რომ არავინ არ გიყვარს? და რომ გტკივა ის რაც მოხდა? და მთელი ცხოვრება ამ დანაშაულზე იფიქრებ? და არც არავინ აღარ შეგიყვარდება? რა იდიოტური პასუხია,რა ჩლუნგიზმია.

და მაინც, მე შენ მიყვარხარ.

მერე რა?არც არაფერი, ეს უკვე ისტორიაა..


2:30 AM.სკაიპში გზავნილია.აბა ვნახოთ

მიმატებს და კითხვა პირველი:

_ქალიშვილი ხარ?

პასუხი:(დაუფიქრებლად)_ არა

_გათხოვილი? (ლოგიკურია ეხლა აბა,თუ ქალიშვილი არ ხარ ე.ი. გათხოვილი ხარ)

_არა

_აბა იცუღლუტე?

_ :|…..რა შენი ერთი ადგილის საქმეა??

_ეგ ერთი ადგილი არ ახსენო,დამეთარსება

_შალში გაახვიე (გავიფიქრე)

რაიყო ქალიშვილებთან ლაპარაკის კომპლექსი გაქვს?

პასუხი რა თქმა უნდა ალოგიკური იყო.მერე გადავწყვიტე გამეგო რატომ აქვთ და საიდან ამისთანებს ესე უჯიშოდ მოწყობილი ტვინი,თუმცა არაფერი გამოვიდა,უაზრო ადამიანი უაზროა ბოლომდე.მერე ორ წუთში გავიშიფრე (მეტი ვერ გავძელი ჩემი ოფოფების გარეშე)

_მზად ხარ ნებისმიერს ეცე და ყელი გამოფატრო..ხო შეგიძლია როგორი ცივიც ხარ ისეთივე თბილი იყო,შენი მიდის რამე?

ნუ ეხლა ჩემი მიდის რამე და რა თქმა უნდა მიდის მაგრამ ამან რომ ათ წუთში გამშიფრა როგორც ჩემი ძმის სმს ზარი იტყვის ხოლმე:,, ბიჭო ტეხავს აი ძალიან მაგრად ტეხავს,აი აქ და ამ დროს ტეხავს გეუბნებით რა’’..მაგას რო გეტყვიან მერე გულის ფხანას აღარ მოაქვს ისეთი სიამოვნება :\

მინდა მქონდეს ისეთი პროგრამა ან რავი რაღაცა თავში რაც წინასწარ ჩემი კრიტერიუმებით შეაფასებს ადამიანს და დამიწერს:,,არასასურველია”. დამეზოგებოდა დრო,ნერვები,ენერგია,ელექტროენერგიაც (და შესაბამისად ნაგვის გადასახადიც) =)=)

 


ხშირად ვმგზავრობ მეტროთი.მასაც აქვს რამდენიმე უპირატესობა,მასეც არაა ძმაო,მეტრო სწრაფია,გრილია,უსაფრთხოა და ვერც სხვისი დაუბანელი სხეულის სუნს გრძნობ ძალიან ახლო მანძილზე =)) სამაგიეროდ ხშირად მექმნება ყურის აპკის გახეთქვის საფრთხე მისი ღრიალიდან გამომდინარე,მარტო წითელი საღებავი  არ კმარა=))

მეტრომანი ის magic card-ია,ურომლისოდაც მეტროში ვერ იკატავებ =)) (ვიცი რომ ეს ბოლო სიტყვა ქართული არაა,მეორე კლასიდან მოყოლებული ვიცი,მაშინ როცა თემას ,,როგორ გავატარე ზაფხულის არდადაგები’’ ვწერდი და ცხენით კატაობა ვახსენეე,ამის შემდეგ გაჩნდა ჩემს რვეულში პირველი წითელი ჩანაწერი მსგავსი შინაარსით:იკატავე კიარა,ცხენით გაისეირნეოო..ოჰოჰოო მე ის მწარედ მახსოოვს….)

აი მაგალითად შენ თუ ჩხოროწყუში ცხოვრობ და ერთ დღესაც მოგინდა თბილისში გაინავარდო (მეტროთი),მაშინ უნდა შეიძინო მეტროmoney,ჩარიხცო ზედ ფული და მერე დაბრუნდე ჩხოროწყუში და არასოდეს აღარ ჩამოხვიდე თბილისში…

ჰო ამ ბოლო დღეებში შევნიშნე რომ მეტროსადგურის დასახელებები გასვეცკდა და შეიცვალა(ინგლისურად ხოშიანად ჟღერს)=)) და გამომცხადებლის ხმა განაზდა=))მაგრამ მე უკეთ გამოვაცხადებდი,თუ ქალის ხმაააა,ქალის ხმა იყოოოს,თავისი ეშმაკური და ხანდახან ვნებიანი ინტონაციითაც და მერე ივლიდა მეტრო სულ გადაჭედილი ჰაჰა.(ქალებისთვის სხვა რამეს მოვიფიქრებ.)

ეხლა ჩემს პროფესიულ ცოდნას გამოვიყენებ (აქ მაინც გამომადგეს) და შევნიშნავ,რომ აქაოდა ინგლისური ვიცითო,ყველაფრის ქართულად თარგმნა არ შეიძლება დარლინგ და თუ თარგმნი მაშინ 300 არაგველიც ისევე გადათარგმნე, როგორც ლიბერთი სქვეა=))

მე გულიც კი მწყდება (-ც ნაწილაკი არ ვიცი რატომ,ვითომ კიდევ სხვა რამეც მწყდება?!) რომ ვეღარასოდეს გავიგონებ ელექტროდეპოს,ვაგზლის მოედანს (შემოლაგდა ხალხი,შემოლაგდა,გაივსო,ხოდა იდექი ეხლა ფეხზე!) და კიდევ სხვა შეცვლილ სახელებს არ ვიცი კიდევ რომელიმე თუ შეიცვალა.

ნექსთ სთეიშნ ნექსთ ფოუსთ=))


აბა ფემინისტურიც გამოვურიოთ))თუ ჩემს პროფესიას გავითვალისწინებთ,ეს ტექსტი უფრო დახვეწილად უნდა იყოს ნათარგმნი ჩიკაგო ტაიმსიდან,მაგრამ არ არის=))მშობლიური კანადის პროვინციაში,ნიუ ბრანსუიკში, კული მთელი ცხოვრება ცნობილი იყო როგორც კაპიტანი მოლი.მან კაპიტნის წოდება 23 წლის ასაკში მიიღო და მომდევნო 5 წლის განმავლობაში მართავდა სამხედრო გემს Jean K, რომელიც მამამისმა,პოლ კულმა ააგო. კანადის მთავრობამ 2006 წელს ის ოფიციალურად აღიარა როგორც პირველი ქალი კაპიტანი ჩრდილოეთ ამერიკაში.

ტვირთის გადაზიდვისას,ფანდის  სანაპიროს ხან ერთ და ხან მეორე მხარეს,მოლი აწყდებოდა წვიმასა და ნისლს,ცეცხლსა და ყინულს და მძვინვარე მოქცევას რითიც ეს სანაპირო ყოველთვის გამოირჩეოდა.მას ჰქონდა ბევრი ურწმუნო წუთი, აბუჩად აგდება,უყურადღებობა და საბოლოოდ დაიმსახურა  პატივისცემა მისი უხეში მამრობითი კოლეგებისგან.

ერთ-ერთი საინფორმაციო გადაცემა ასე აღწერდა მოლის: ,,მისი წარბები ქმნიან თაღებს,მისი ტუჩები ოდნავ შეღებილია,მის ქერა თმას ნაზი ქალური კულულები ამშვენებს.._ აი ასეთია მის მოლი კული ნაპირზე, მაგრამ თავის ბარჟაზე… მან არ  იცის რა არის შიში.. და თუ ის გათხოვდება როდისმე, ის იქნება ოჯახში მბრძანებელი,ქმარს კი მხოლოდ მეუღლის იარლიყი ექნება.”

დაბადებული 1916წელს,მის კული იყო პირველი ფემინისტი ნიუ ბრანსუიკში,მაგრამ 1939 წელს,როდესაც მან კაპიტნის წოდება მიიღო, ის ნაკლებად ფიქრობდა ისტორიაში შესვლაზე,მას უბრალოდ სურდა ოკეანეში ყოფილიყო.

მარტილ კულმა,რომელიც პატარა მეთევზეთა სოფელ ალმაში დაიბადა,ოფიციალურად გადაიკეთა  სახელი 1940 წელს და დაირქვა მოლი.

ზღვა მისის სისხლი იყო,მამამისი,პოლი ჰოლანდიელი მეზღვაური იყო რომელიც ნიუ ბრანსუიკში დასახლდა და თავისი Jean K -ს მეთაურად უფროსი ქალიშვილი დაასახელა.მოლი მეორე იყო ხუთი შვილიდან,მან ბავშვობა გემის შალანდაზე გაატარა,რომელსაც გადაჰქონდა ტვირთი ფანდის სანაპიროსგან მოშორებით ღუზაჩაშვებული გემებიდან.

იმ იმედით,რომ გახდებოდა მამის პირველი თანაშემწე,მოლიმ მიმართა საზღვაო სავაჭრო სკოლას სანტ ჯონში,უარი მიიღო,მაგრამ თავისი გაიტანა და აიღო თანაშემწის სერტიფიკატი 1937წელს.ორი წლის შემდეგ, საღვაო უნივერსიტეტში მან მიიღო სავაჭრო გემის კაპიტნის ხარისხი და სანაპირო ზოლზე გემის მართვის უფლება.მაშინ უკვე მოლის მამამ გადასცა Jean K,რომელსაც ის მომდევნო 5 წელი მართავდა.

მის კული პრაგმატული ქალი იყო, იყო შემთხვევა,როდესაც Jean K ხშირი ნისლის დროს შეეჯახა ერთ-ერთ გემს და მოლი წყალში გადააგდო, ის ძლივს გადაურჩა საჰაერო ხრახნში ჩათრევას, ჩაეჭიდა ფიცრის ნაგლეჯს და დაუყვირა გემის მგზავრებს რომლებიც ისროდნენ ნივთებს წყალში მის გადასარჩენად; ,,მე უკვე მოვცურავ,შეწყვიტეთ უსარგებლო ნივთების სროლა ჩემთვის და გამოუშვით ნავი!”

1944 წელს,გაზის აფეთქებამ და გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა Jean K -ს უდიდესი ნაწილი.მოლიგ ეგმავდა ისევ წყალში დაბრუნებას მას შემდეგ რაც შეაკეთა გემი,მაგრამ ერთი წლის მერე ის ცოლად გაჰყვა რეი ბლაისდელს და გადავიდა მასთან საცხოვრებლად მაინში და აღმოაჩინა,რომ ხმელეთზეც მშვენივრად ატარებდა ცხოვრებას,ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საკერავი მანქანების გამყიდველად.

60-იანი წლების დასაწყისში მოლი დაქვრივდა და რამდენიმე წლის შემდეგ მან ოჯახი ჯონ კარნეისთან შექმნა.მოლი კული,რომელიც 1930-40იან წლებში სერავდა ფანდის  სანაპიროს, როგორც პირველი ქალი კაპიტანი ჩრ.ამერიკაში, გარდაიცვალა თავის სახლში, ბანგორში, თავის 93-ე დაბადების დღემდე ორი დღით ადრე, 2009 წლის 25 თებერვალს.

ამჟამად განიხილება მოლი კულის ბავშვობისდროინდელი სახლის ეროვნული ფონდის პარკისთვის გადაცემა.ეს ისტორიული ადგილია,რადგან მოლი იყო პიონერი თავის საქმეში და მისი ცხოვრება საინტერესოა იმ კუთხითაც რომ ეს იყო პირველი მდედრობითი სქესის შეჭრა მამაკაცთა სამფლობელოში, მოლი მეორე ქალი კაპიტანი იყო მსოფლიო მასშტაბით (პირველი რუსი ქალბატონი იყო,რომელმაც კაპიტნის წოდება მოლიზე რამდენიმე თვით ადრე მიიღო).

თუმცა მოლიმ ბევრი შრომა გასწია და დიდი ხარკიც გაიღო,მაგრამ ალბათ საერთო ჯამში,მისი ცხოვრებისეული მიღწევა ყველაზე კარგად მისი სიტყვებიდან ჩანს.1939წელს,,მას შემდეგ რაც მან ჩააბარა სამ საათიანი სამაგისტრო გამოცდა, ის დაუკავშირდა თავის ოჯახს ალმაში.

,,თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ მომმართოთ როგორც კაპიტანს’’_იუწყებოდა ტელეგრამა.


მე გაუნათლებელი ვარ.

რამდენიმე დღეა ბაკალავრიატი დავამთავრე, მას მერე ვფიქრობ: ვინ ვარ აბა ბოლოს? რა ვისწავლე, რა გამოცდილება მივიღე, რა პერსპექტივებია ჩემთვის, რა ვაკანსიაზე უნდა გავაგზავნო ბოლო-ბოლო ეს ჩემი CV,სადაც უკვე კურსდამთავრებული წერია გარკვევით და ბოლდ შრიფტით? ვფიქრობ და იმ აზრამდე მივდივარ რომ არაფერიც არ ვიცი,არ დაიწყოთ ეხლა გესწავლა უკეთ და გეცოდინებოდაო,ოთხი წელი რას მიკეთებდიო და ა.შ.

შევაფასოთ ჩემი შესაძლებლობები:

ძირითადი პროფესია: ამერიკანისტი

ეს რაღა ჯანდაბაა?

სწორი შენიშვნაა=))

მაგრამ დაგვიანებული…=))

მეორადი პროფესია: პიარშიკი))

ერთ წელში ნასწავლი პიარის ….

სამუშაო გამოცდილება: უნიქარდის გაყიდვების მენეჯერი (ყოფილი), წითელი ჯვრის მოხალისე.

ცუდათაა საქმე 😀

გადავხედოთ დამსაქმებლებს:

ზუსტად დილას ვათვალიერებდი ჯობს.გე-ს და ჰოი საოცრებავ რას აღარ გადავაწყდი,დაწყებული ხინკლის მომხვევით, დამთავრებული ჩემი უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ასისტენტის ვაკანსიით )) 200-მდე კურსდამთავრებული გაუშვა წელს შზსუ-მ და ასისტენტს სხვაგან ეძებს)) (მცირედი ირონია)

აღმოჩნდა რამდენიმე საინტერესო და შესაფერისი ვაკანსიაც,რომელთა მოთხოვნებშიც მყარი პოზიცია ეკავა უპირველეს მოთხოვნას: მინიმუმ ერთ წლიან გამოცდილებას შესაბამის სფეროში. ომგ ვთფ…

მე გაუნათლებელთან ერთად უმუშევარიც ვარ…

ცოტა ხანსი ჩემს ოჯახში მწვავედ წამოიჭრება ჩემი ,,მიხედვის’’ საკითხი,რაც თავის თავში გულისხმობს ჩემს დასაქმებას მამაჩემის ბლატებით, ან ჩემს სარფიანად გათხოვებას (ჩემი ბებია ამ დღეზე ოცნებობს,საქმროს არჩევას მე არ მომანდობს შანსი არაა,აკი ერთხელ უკვე ჰქონდა ამის მცდელობა).

რატომღაც ჩემი აზრი არაერთი ჩემი ჯგუფელისთვის ნაცნობი და ახლობელია, ქვეყანაში არ არსებობს პერსპექტივა ჩემნაირი უვიცების დასასაქმებლად, არ გვეძლევა ახალგაზრდებს შანსი და საერთოდაც, ვიბლოკებით რა)) გამომუშავებაზე ხელფასს უკვე დიდი ხანია აღარ ვკადრულობ, (მანდ გიხაროდეს იხვეწებიან უპრობლემოდ) ,რაიმე მყარი მჭირდება..  ბოლოს,თუ არაფერი მეშველა, მეტი რა მისწავლია ამერიკელებისგან, ავდგები და ვიყიდი ერთ ჰოთ-დოგის მანქანას და გავყიდი გემრიელ სოსისებს 😀

თუმცა მე იმედს არ ვკარგავ, კვლავ დიდი ენთუზიაზმით ვავსებ ყველა ხელსაყრელ პოზიციაზე CV-ს და  დიდ მიშა ცაგარელს მივანდობ ჩემს მომავალს,რომელიც ყოველ დღე საოცარი სიზუსტით საზღვრავს დღის პოზიტიურობის დონეს, მარსის განლაგებას ვენერას მიმართ და გველის წელში დაბადებულ მორიელებსაც დაგვასაქმებს იმედია მალე…


ბევრგან წამიკითხავს მსგავსი რამე things to do list, მინდა აქვე გირჩიოთ ერთი ფილმი ამ თემასთან დაკავშირებით, თუ უყურებთ მიხვდებით რომ ცხოვრების ბოლომდე უნდა გააკეთო ყველაფერი შესაძლებელი იმისთვის რომ თავი ბედნიერად იგრძნო,თუნდაც ბევრი სისულელის ჩადენა მოგიწიოს..

http://www.allmovies.ge/ge/#movie/AGDAC

მე რა მინდა რომ მოვასწრო (!) ცხოვრებაში? ეჰ,ხან არაფერიც არ მინდა,მაგრამ არის რაღაც-რარაცეები გასაკეთებელი რის გაკეთების შემდეგაც ვიცი რომ ბედნიერად ვიგრძნობ თავს)).

1.პირველ რიგში მინდა ტატუ,ზურგზე,პატარა თათები მინდა კისრისკენ რომ მიბაჯბაჯებენ ისეთი));

2.მინდა თმა ღია ,,მყვირალა’’ წითლად შევიღებო;


3.არც პარაშუტით ფრენა მინდა და არც კლდიდან ხტომა,თუშეთში მინდა სალაშქროდ წასვლა;

4.მინდა მქონდეს აგურებიანი პატარა სახლი;

5.N-Y ში მინდა ვიცეკვო))განა აი რამე ჩავიდე ,ვისწავლო, ,,ცხოვრება ავიწყო’’,არა,მინდა რომ ვი-ცეკ-ვო!

6.მინდა გავხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი ქალაქგარეთ,სადაც ადამიანები (ფსიქოლოგიური პრობლემებით ან მათ გარეშე) მოვლენ და სულიერ დახმარებას მიიღებენ ჩემს ცენტრში,დაისვენებენ ყველაფრისგან;

7.მინდა ვისწავლო ჭადრაკის თამაში და ბიძაჩემს მოვუგო));

8.გიტარაზე დაკვრა უნდა ვისწავლო და ვიყროყინო ხოლმე;


9.უნდა წავიდე მონასტერში,ძალიან მაინტერესებს როგორ ცხოვრობენ და რას გრძნობენ საკუთარი ნებით სამყაროს განდგომილი ადამიანები..

10.ციხეში უნდა ჩავჯდე(თუნდაც ერთი ღამით),ოღონდ აი ჯარიმა გადავიხადო და მერე გამომიშვან))

მინდა რომ შვილიშვილებისთვის რაიმე მქონდეს მოსაყოლი რა…გავიხსენო და გამეცინოს,გამეღიმოს და სასიამოვნოდ გამაჟრჟოლოს))) ან უსიამოვნოდ,რავიცი ციხეში ჯდომა ვითომ სასიამოვნო რამეა?? 😀
სია სავარაუდოდ უსასრულოდ გაიზრდება,ჯერ-ჯერობით აქ შევჩერდეთ.
შენ რისი გაკეთება გინდა? ;))