არადა საერთოდ არ ვაპირებ ოჯახური ამბები გადმოგილაგოთ და ვაშეარო შეგრძნებები,თუ რას ნიშნავს იყო ცოლი.

რამდენიმე თვეა ვფიქრობ,ანუ რაც ჩამოვედი რუმინეთიდან, მინდა ამის დაწერა მაგრამ აზრების დალაგება იგივეა, სახლის დალაგება რომ გეზარება და ყველაფრის თავის ადგილას დადება.

თან ცოტა ტრაგიზმი მჭირდება ხოლმე რომ გავინძრე და ვწერო.

ძნელია საბედნიეროდ ამ წუთას ჩემში მსგავსი შეგრძნების პოვნა,მაგრამ სადღაც ალბათ მაინც არის ცოტა.

ხოდა დავიწყოთ:

ჩამოვედი და მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან პირველივე შეხვედრები ისეთი დამძაბველი იყო, რომ ცოტა დავშტერდი, მეთქი კულტურული შოკი აეეე, მაგრამ კულტურული უფრო არა, ურთიერთობების შოკი იყო.

ვიწყებ რაიმეს თქმას დავუშვათ “მინდა აქ წავიდე”, და უცებ რომელიმე გამოხტება: “რააა?მანდ რა გინდა არ წახვიდე”.

ნუ კაი, გავატარე ერთი. მერე ვამბობ “მინდა ეს ვჭამო” (დავუშვათ,მაკის ორმაგი ჩიზი) და ეგრევე სამი კაცი “რააააა?ფუუუუუ!”.

“ეგ უნდა იყიდოოო??არ გაბედო”

“სად იხდი ქორწიიიილს?მანდ რა გინდა”

“ეგ წამალი არ გვაქვს მაგრამ აი მაგის შემცვლელი,უკეთესია”

ვათაფაქ ხალხო??

რატომ არ იყო ეს ჩემთვის აქამდე  ასეთი შემაწუხებელი?

რავი, არ იყო,იმიტომ რომ გარემო იყო ჩემ გარშემო მუდმივად ასეთი.

ყველა ძალადობს,ფსიქოლოგიური ზეწოლაა თუ რა ჯანდაბა ჰქვია,რატომ უნდა ყველას თავის აზრზე გადაგიყვანოს? მეც მასე ვიყავი ალბათ რაღაც დოზით.  ეს არ არის რჩევა, ეს არის აკრძალვა, დაშლა, რავი, ტვინის ჭამა.

და ძალიან შემაწუხებელია. ვცდილობ ახლიდან ვისწავლო ქართველების გარემოცვაში ცხოვრება და ვაბშე არ ვბლატაობ,მე არ ვყოფილვარ ზე-სახელმწიფოში,უბრალოდ თითქმის ჩვენი ქვეყნის დონეზე მყოფ ქვეყანაში ვიყავი,სადაც ეკონომიკაზე სწრაფად ადამიანები განვითარდნენ.

ჩვენ კი ვერ გავცდით “მიყვარს სმა და მიყვარს ჭამას”.მეგობარს გაეხსნა დაბოლილზე ამასწინათ და თქვა, რომ “ჩვენი მშობლების თაობა ვერ გაძღა”. მართალი იყო ის კაცი,ვერ გაძღა და ვერ გამოტენა სახლი “ვეშით”.

მარიხუანას დეკრიმინალიზება ვერ გვასწავლის ზრდილობას,ღიმილს, ვერ შეგვაყვარებს კითხვას და მადლობის გადახდას, ჩემს მეზობელს ფანჯრიდან გადმოფურთხებას ვერ გადააჩვევს და ქართველ მძღოლს ბუგაროკების აყრას.

და მაინც,როცა უკვე ორი თვის გათხოვილი ხარ,

“რაკარგია ეს ცხოვრება,ამის დედავატირე”!

Advertisements

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე (რაშიც საკმაოდ ძლიერი ვარ), ბულგარული წიწაკა ჩავდე ზეთში და რეცეპტი უნდა გადმოვაფრქვიო.

მოგეხსენებათ,რაოდენ ცინცხალი პატარძალი ვარ და აბა ეხლა თუ არ გავინძერი,მაშ როდისღა?? 🙂

დაგვჭირდება:

  • ბულგარული წიწაკა (წვრილი,მსხვილი,წითელი,ყვითელი_რავიცი,რომელიც გინდათ)
  • ზეთი
  • ძმარი
  • შავი პილპილი
  • დაფნის ფოთლები
  • მარილი,შაქარი
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • ნიახური

ვიღებთ 3 კგ წიწაკას,მე მწარე არ მიყვარს (დათოს უყვარს, მაგრამ რას ვიზამთ :)) ვრეცხავთ და ვაშრობთ.მე ერთი ღამე დავტოვე(დამეზარა) და მეორე დღეს მოვაჭერი ყუნწები,გავუჭერი წვერები და ჩანგლით დავჩხვლიტე.(სურ. 1)

მერეე ავიღებთ თასს,(ქვაბიც შეიძლება) ვასხამთ ზეთს და ძმარს.სიმართლე რომ გითხრათ პორციები არ მახსოვს,მაგრამ ზეთის ნახევარი ვუყავი ძმარი.მარილი ალბათ 5 სუფრის კოვზი და 2 კოვზი შაქარი.ჰო კიდე დაფნის ფოთოლი რამდენიმე ცალი და შავი პილპილის მარცვლები უნდა,მაგრამ მე დამავიწყდა და მერე დაფქვილი პილპილი ჩავაყარე)) (სურ.2)

წამოვადუღებთ ამ მასას და წიწაკის მეხუთედ ნაწილს ჩავყრით თასში.რამდენჯერმე მოვურევთ და ამოვიღებთ.(სურ.3)

ცალკე ვამზადებთ მწვანილებს:გავატარებთ ან წვრილად დავჭრით,დავჭყლეტთ ნიორს(სურ.4) და ამ მასას წიწაკის მოთუთქვის დასრულების შემდეგ იმავე ზეთში ჩავყრით.

ბოლოს,მწვანილების ნარევს მოვასხამთ წიწაკას და კარგად ავურევთ.ცხელსვე ჩავდებთ მინის წილებში.დარჩენილი ზეთით ქილებს გადავავსებთ.მე არ მომიხუფავს,ხრახნიანი თავსახურებით იყიდება ქილები და იმებში ჩავაწყე.რამდენად გაძლებს და ბოტულიზმს გადავურჩები არ ვიცი,მაგრამ თუ რაიმემ მოულოდნელად მოგვწამლა მე და დათო,ამ წიწაკაზეც იეჭვეთ 🙂

სურ.1

სურ.1

სურ.2

სურ.2

სურ.4

სურ.3

სურ.4

სურ.4

თავსაფრები მდუღარე წყალში გავასტერილოთ

თავსაფრები მდუღარე წყალში გავასტერილოთ

20151022-007


მალე 25 წლის გავხდები. ძნელი და ცოტა მტკივნეულია ამ ასაკში გააცნობიერო, რომ კვლავ არაფერს წარმოადგენ))

დიდი ხანია, კონკრეტულ პოსტებს აღარ ვწერ, გადამიარა რქებით და კლავიატურაზე თავის თუ თითების რტყმით რაღაცის მტკიცების სურვილმა/ასაკმა.

იმ ასაკში ვარ, ყველაზე მეტად რომ ეძებ საკუთარ თავს, თითქოს ყველაფრით კმაყოფილი და ამავდროულად საშინლად უკმაყოფილო რომ ხარ. რაღაცეები რომ გადააფასე და ეხლა სარკეშიც კი რომ სხვანაირ მეს ხედავ.

პირველ რიგში,შევწყვიტე ისეთი რაღაცეების კეთება, რაც არ მომწონდა.

დავიწყე უფრო თამამად საკუთარი უარყოფითი აზრების დაფიქსირება საუბრის კამათში გადაზრდის ყოველგვარი პერსპექტივის მოსპობით.

დავაარსე ორგანიზაცია, რომელზეც ბავშობიდან ვოცნებობდი მქონოდა. მთლად ისეთი ვერაა ჯერ,მაგრამ იქნება.

შევწყვიტე მომავალზე ლაპარაკი და თითქმის ფიქრიც_არანაირი მომავალი ხვალის იქით.

ძალიან ბევრი უარყოფითი ბარიერის მიუხედავად ვარ იმ ადამიანის გვერდით, ვინც მიყვარს და ვინც დამეხმარა დამეძლია რამდენიმე თითქმის პრობლემად ქცეული ჩემი ხასიათის თვისება. ვისწავლე პატიება და იმის გააზრება,რომ ჩემს სურვილებზე წინ არაფერი უნდა იდგეს, თუმცა ვერ გადავეჩვიე სამაგიეროს გადახდას.

გავხდი უფრო მარტივი, ვცდილობ ჩემი საუკეთესო მეგობრისგან რაც შეიძლება მეტი დადებითი ვისწავლო_სამაგალითო გოგო მყავს გვერდით,თუმცა ეს მისთვის არასდროს მითქვამს.. აღმოვაჩინე რომ საერთოდ არ ვიღიმები და ამ პრობლემას არ მოევლება, ტყუილად ვიჩენ ნაოჭებს ცდაში.

გავხდი უფრო “ფეხებზემკიდია”, საბოლოოდ შევწყვიტე ხალხის კრიტიკა და ამაზე ფიქრშიც კი თუ გამოვიჭირე ჩემი თავი, წამორტყმა არ ასცდება ხოლმე.

ჯერ ისევ მეზარება სწავლის გაგრძელება და არც გავაგრძელებ სანამ ამაზე ფიქრი ძილს არ დამიფრთხობს.

კითხვაზე “როგორ ხარ”, პასუხი მაქვს მხოლოდ “კარგად”, ვთვლი რომ სხვისი პრობლემების გათავისება ისეთივე ნიჭია, როგორც დავუშვათ კლარნეტზე ცხვირით დაკვრა, ჰოდა არ მინდა ვინმეს ეს ნიჭი ჩემი პრობლემების სმენაში გავანიავებინო.

აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტ ადამიანს შურს ჩემი, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა.

საბოლოოდ დავასკვენი, რომ კაცები უკეთესი არსებები არიან, ვიდრე ქალები. ქალისთანა წაკლა, გათავხედებული და გაბოროტებული არსება საერთოდ რა შესაქმნელი იყო ვერ ვხვდები.

კიდევ უფრო მეტად დავაფასე ჩემი იუმორი, ცოტა სარკაზმულია, მაგრამ სულ არარაობას ჯობია.

დადგება დღე, როცა ნაოჭების დათვლას დავიწყებ და საერთოდ არ მინდა გული დამწყდეს რამეზე, რაც ვერ გავაკეთე, ვერ გავბედე, ვერ მოვასწარი, ვერ ვთქვი, ვერ ავისრულე..

და მაინც, ტეხავს რომ უკვე თითქმის 25 წლის ვარ..


ერთ კვირაში სამსახურიდან მოვდივარ.ფრიად შესაშური სიტუაციაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 30 დღე დამისვენია ჯამში 🙂

ყველას ისეთი ისტერიული რეაქცია აქვს,რომ ვეუბნები სამსახურს თავს ვანებებთქო,გეგონება მათ მოაკლდებათ რაიმე იმით,რომ ხელფასი აღარ დამერიცხება ყოველი თვის ბოლოს.

აი სულ მეუბნებოდა ჩემი ქართულის მასწავლებელი,ზედმეტად რთულ წინადადებებს ამბობ და წერო და არ ვუჯერებდი,ეხლა რომ წავიკითხე ბოლო წინადადება,მივხვდი,რომ მართალი იყო 🙂

ჰოდა ეხლა რა ხდება ხალხო, იმდენად აცუნდრუკებულად ვგრძნობ ამ სიახლის გამო თავს,რომ ერთი სული მაქვს “სახლში როდის დავჯდები” 🙂

“სახლში ჯდომა”-ში იგულისხმება მთა-ბარის მოვლა,დილის ძილი, დღის არასტრესული დასაწყისი და  ჩაუშხამებელი დასასრული))

ერთ დღეს გავიაზრე,რომ არ უნდა ვაკეთო ის,რაც არ მომწონს.მას შემდეგ,რაც ეს გავიაზრე,გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და დავიძაბე.(თუმცა არავინ მაძალებდა იმუშავეო).

მერე ისიც გავიაზრე,რომ შემიძლია რაიმე ისეთი ვაკეთო,რისი კეთებაც არ გამიფუჭებს განწყობას და შემოსავალსაც მომიტანს.(უფულობა ტეხავს).

ასე რომ მეგობრებო, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, არ აკეთოთ ის,რისი კეთებაც სიამოვნებას არ განიჭებთ,არ გახდეთ ფულის მონა და არ დაუხაროთ თავი არავის.

ეხლა მე ვიყიდი ფუნჯებს და სახატავებს და სრულიად დიდ იდიოტობებს დავხატავ ფურცელზე(არ ვიცი ხატვა),სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ ამ წამს აი ეს მინდა რომ ვაკეთო და გამისწორდება 🙂

აქამდე რა გიშლიდა ხელსო_ გაგიჩნდებათ კითხვა,არც არაფერი საკუთარი სულიერი მდგომარეობის გარდა.

ორი წელია მაქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია,რომელსაც უკვე სერიოზულად სჭირდება მიხედვა_ მთელი ჩემი ყურადღებისა და ენერგიის დათმობა.

ყველა ჩემს თანამოაზრეს და მოხალისეს ვპირდები,რომ ძალიან ბევრი კარგი ამბავი გველოდება წინ! მთავარია თქვენ იყოთ ჩემთან და მაგრძნობინოთ,რომ მარტო არ ვარ და ტყუილად არ ვცოდვილობ.))

კეთილი სურვილებით და ზაფხულის ბედნიერად გატარების იმედით,

ქეთუსია.

 

10441115_651378448289118_293132936426071016_n


გაზეთის ბოლო გვერდზე, ნეკროლოგის სვეტში ხომ წაგიკითხავთ “ამდენი წელი გავიდა უშენოდ”, “როგორ აკლიხარ შენს შვილებს”, “ცრემლი არ გვიშრება”…..

ტყუილია ეგ ფრაზები, არ დაიჯეროთ, ვისაც ენატრება იმას თავი არ აქვს რომ გაზეთში აქვეყნოს მსგავსი შინაარსის პოსტები. აი მე ბლოგზე ვაქვეყნებ და ეს თითქმის იგივეა რაც გაზეთში გამოქვეყნებული ნეკროლოგი.

უბრალოდ მე ცრემლები დიდი ხანია აღარ მდის.

ტკივილი იცით როგორი რამეა? აი ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე ანეგდოტზე იცინო რამდენჯერაც მოგიყვებიან იმდენჯერ? მოყოლას რომ დაიწყებენ თავიდანვე გააწყვეტინებთ და ეტყვით “ვიცი ეგ”. იგივეა ტკივილზეც, თანდათან აღარ გეტირება და ბოლოს სრულიად უემოციოდაც შეგიძლია ისაუბრო.

ჰო, ძლივს, 8 წლის მერე, უემოციოდ, ხანდახან.

წუხელ სახე ვეღარ აღვიდგინე წამიერად, დამავიწყდა როგორ გამოიყურებოდა, ქერა იყო თუ შავგრემანი, გამხდარი თუ მსუქანი, მომღიმარი თუ გაბრაზებული. წამიერად ვერ აღვიდგინე და არც გამიკვირდა: ამდენი წელი ვცდილობდი ყველაფრის დავიწყებას, კარგია თუ ცოტათი მაინც გამომივიდა.

რა აზრი აქვს ისეთი რამის გახსენებას რაც სიცოცხლეს გიწამლავს? აბა ვის უნდა შემეკამათოს, მოდი, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე:

რამდენიმე იგივე თემატიკის პოსტი მაქვს ადრეც დაწერილი, ამ თემაზე ახალს ვერაფერს დავწერ, ახალი მკვდრებთან არაფერი ხდება.

უბრალოდ 8 წლის განმავლობაში რამდენჯერაც დამესიზმრა, იმდენჯერ ან ცუდად იყო, ან სახლიდან გარბოდა, ვერ მცნობდა, არ უნდოდა ჩემთან ყოფნა.

იცის ვინმემ ეს რა გრძნობაა?? სიკვდილს უტოლდება, კოშმარია და თან მეორდება. ბოლოს რომ დამესიზმრა ორი ადამიანი იჭერდა და მაინც იწევდა დასარტყმელად, მიყვიროდა, ვეზიზღებოდი.

მანამდე რომ დამესიზმრა, ჩემს სახლთან ახლოს აღმოვაჩინე რომ ცხოვრობდა, მარტო იყო, მობილური ჩამაწერინე რომ დაგირეკო მეთქი ვეხვეწებოდი, არ მომცა. დამპირდა მოვალო, მოვიდა და მეორე დღეს გაიპარა სახლიდან. მე კიდე დავწანწალებდი გულმოწურული და ვეძებდი, დავძრწოდი და ვეძებდი.

იმის წინ კიდევ ავად იყო, კვდებოდა_მეორედ. და მე ვიცოდი რაც მელოდა ისევ ახლიდან, აღარ მინდოდა, გავრბოდი რომ აღარ დავსწრებოდი იმ მომენტს, აღარ მინდოდა.

და ასე უსასრულოდ, 8 წელი.

სახლში რაიმე ნივთს რომ გადაადგილებენ, მე ვაპროტესტებ: ყველაფერი ისევ ისე უნდა იყოს როგორც მის დროს! ამაზე უკეთ თქვენ ვერ გააკეთებთ. მე ისევ ვინახავ მის პომადას და აბაზანის ღრუბელს. ისევ თავის ადგილას დევს ორივე.

სარკიდან ხანდახან მისი სახის იერი მიყურებს და ვშინდები, მერე თითებზე ვიყურები და აქაც იგივე. მერე ერთ ჩემს ხელს მეორეს ვკიდებ, დავუშვათ ერთი ჩემია, მეორე მისი.

მე ამას  იმიტომ არ ვწერ რომ ვინმეს შევეცოდო, ო ღმერთო მაგაზე მეტად არაფერი მძულს. არც იმიტომ ვწერ რომ ვინმეს რამე გავახსენო, ცრემლი ვადინო, დავასევდიანო.

იქნებ იმიტომ ვწერ, რომ იმედი მაქვს სამოთხეში ბლოგებს კითხულობენ.

ახლა გასაგებია რატომაა შვება მისი დავიწყება??


საერთოდ,ოცნებებში ძალიან მოვიკოჭლებ.

რაზე შეიძლება იოცნებო 24წლის საშუალო შემოსავლის (და ზოგადად ყველაფერი საშუალოს მქონე) გოგომ?

რაზე და რაც შეიძლება მეტი ლაივის მოსმენაზე! 🙂

მაშინ,როდესაც მე ვასახელებ ჩემს ფავორიტ ჯგუფებს,

ვიწყებ roger waters-ით,

ვაგრძელებ archieve-თი,

ვასრულებ Loudspeakers-ით.

ამ ზაფხულს უოტერსის ლაივზე რომ ვიყავი კი გავაგებინე მთელ ქვეყანას, რა ვქნა, სხვანაირად  არ შემეძლო ))

ამ ოცნების ასრულებას მუქი შინდისფერი დაკრავდა. ჩემი შინდისფერი ოცნება ასრულდა.

archieveს დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს წლებში მოვუსმენ, ფერების აღქმა მიღებულ განცდებს მოაქვს, ანუ აქ ფერებზე საუბარი ჯერ ადრეა.

მანამდე კი მინდა ჩემი ბედნიერების მესამე მუსიკალურ გასაღებზე,  “ხმამაღლამოსაუბრეებზე” მოგიყვეთ.

ამ ბიჭებზე უკვე დიდი ხანია ჩახვეული ვარ, შეიძლება სუბიექტური აზრია, არ ვიცი..უბრალოდ მე მიყვარს ის, რასაც ქმნიან, მე არ მბეზრდება მათი მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი მუსიკა. ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია ))

მაგრამ თუ უოტერსის ლაივი პირველი და უკანასკნელი იყო ჩემთვის და არასოდეს აღარ მექნება იგივეს მოსმენის შანსი,

სამაგიეროდ ვიცი,რომ აქვე, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქთან ახლოს არსებობს ოთხი ნიჭიერი ადამიანი,რომლებსაც საოცარი უნარი აქვთ გადმომცენ თავისი ემოცია, მელაპარაკონ მელოდიით, მაგრძნობინონ მუსიკის ხარისხი, დამანახონ რა კარგია ცხოვრება და კიდევ ერთხელ მითხრან:I don’t wanna die, I wanna hundred years of life)) მინდა რომ არც ერთი მათი ლაივი არ გამოვტოვო არასდროს, არასდროს, არასდროს!

მაშინ როდესაც დეკემბრის თვის მიწურულს მე წესით ჰოსპიტალში უნდა ვმჯდარიყავი და ავადმყოფი მამისთვის ღამე მეთია, მე  მაგთი კლუბში ვიყავი ლაივის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დარჭობილი და მოუსვენრობის და მოუთმენლობის ისეთი ძლიერი შეგრძნება მქონდა, რომ ლამის თავად ჩავატარე კონცერტი 🙂

მაინც რა ხდის ამ ჯგუფს ასეთ სასურველს? არ ვიცი, ალბათ ნიჭი, მუსიკის სიყვარული, სოლისტის უუმელოდიურესი ხმა და გულიდან წამოსული სიმღერის ტექსტები.

მომეწონა ახალი კომპოზიციები, მოვიხიბლე მეტალის ელემენტებით მისამღერებში ^_^

კონცერტის დაწყებისთანავე  we are ready to dance-ო ყვიროდა ყველა,

მაინც ხომ არ გაგიშვით მაგის შეუსრულებლად! 😛

დავიცალე ყველანაირი ემოციისგან, კარგიც დამავიწყდა და ცუდიც!

ვიმღერე, ვიცეკვე, ვიხტუნე, ვიყვირე, დავლიე, გავერთე, ვიცინე, ვიმხიარულე, დავტკბი, გავთბი, დავიმუხტე ❤

ყოველი წელი უნდა სრულდებოდეს ასე და ყოველი დღე უნდა იწყებოდეს ამის გახსენებით! 🙂

გისურვებთ წარმატებებს, თქვენი სცენაზე პირველი გამოჩენიდანვე გგულშემატკივრობთ, ამდენი წელია მოგყვებით, იმედებს არ მიცრუებთ და უფრო ძლიერდებით.

ბიჭებო,დიდი ხანია ალბომის ჩაწერის დრო დაგიდგათ!

მანამდე კი მინდა, რომ ეს ჯგუფი გაცდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს:

http://apps.facebook.com/arenalsound_bandas/

დაალაიქეთ აპლიკაცია და დააჭირეთ ENTRAR-ს. ამის შემდეგ, ქვევით, ჯგუფების ჩამონათვალში მოძებნეთ LOUDspeakers და დააჭირეთ ღილაკს VOTAR.

იი ვსე, თქვენი მისია ამ ჯგუფის განვითარების და გაპოპულარიზების საქმეში შესრულებულია!

და ისევე როგორც მე აგვისტოში უოტერსის ბოლო ლაივზე ვიღვრებოდი ცრემლებად და ვიცოდი რომ ლეგენდას ვუსმენდი,

მინდა, რომ მომავალმა თაობებმა მოისმინონ ბებერი ლევანის ხმა წლების შემდეგ უფრო დიდი სცენიდან და იცოდნენ, რომ მათ წინაშე ყველაზე მაგარი, უძლიერესი, აწ უკვე მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ქართული ბენდი დგას.))

თქვენ ჩემი მრავალჯერადად ახდენილი და ფერადი ოცნება ხართ.

პ.ს: შარშან ჩემი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტზე დიდი იმედი მქონდა რომ დაუკრავდნენ, თუმცა არ მოხერხდა.. ჯგუფის სოლისტს მინდა შევახსენო, რომ პირობა აქვს დადებული 2014 წლის 1 ივნისს ჩემს ღონისძიებაზე ერთ-ერთი და ერთადერთი იყოს! :))

994100_714536098570386_407552564_n


ყოველთვის მაინტერესებდა რა იყო ამ ქალაქის სწორი დასახელება: სტამბული, სტანბული, ისტანბული, სტამბოლი თუ ვაბშეც კონსტანტინოპოლი და მორჩა!

მე სტამბოლს ვუწოდებ, თქვენ რომელი ვერსიაც მოგწონთ, ის იგულისხმეთ..

პირველად ამ ქალაქში 5წლის წინ მოვხვდი, მაშინდელი ვიზიტიდან არანაირი შეგრძნებები არ გამომყვა, ჩემთვის ეს იყო უბრალოდ უცხო ქვეყანა, სადაც თითქმის “საქმიანი” ვიზიტით ჩასულმა გავაკეთე რაც მევალებოდა და რამდენიმე დღეში დავბრუნდი უკან.

როგორც ჩანს მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემშიც და სტამბოლშიც. არ მოვყვები რიგირთი ტურისტისთვის დამახასიათებელი აღფრთოვანებით თუ რაოდენ სტუმართმოყვარე ქალაქია,  რა უზარმაზარი და მრავალფეროვანია იქაურობა და საერთოდ, ცალკე სამყაროა. როგორ ხმაურობს (არ გუგუნებს, უბრალოდ ხმაურობს). ალბათ ეს განსხვავებაა ევროპულ და აზიურ ქალაქებს შორის_მგონია რომ აქ უფრო მეტი სილაღეა, უფრო მეტი თავისუფლება და ქაოსი.

დადიხარ, დაბოდიალობ, იყურები აქეთ-იქით, სვამ სტარბაქსს და ტაქსიმის მსუბუქ დინებას მიყვები, არსად  გეჩქარება, არაფერზე ფიქრობ, ამინდი ფანტასტიური, ყველა გიღიმის, სადაც არ უნდა შეხვიდე ყველა გესალმება..

ქუჩები_ფერადი, ხალხი_ფერადი, განწყობა_ფერადი, მუსიკა ყველგან, დადიხარ და მუსიკა დაგყვება..

არ მინდოდა პოსტის დაწერა სტამბოლიდან ჩამოსვლისთანავე, დრო რომ გადის, შეგრძნებები და მოგონებები იფილტრება და მხოლოდ ნამდვილი რაც იყო ის რჩება. ხოდა ალბათ დადგა ეგ დროც.

ისე კი სტამბოლში ყოფნის მთავარი მიზეზი იყო სულ სხვა რამ, საერთოდ  საერთოდ სხვა რამ, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, არც დავიჯერებდი ვინმეს რომ აქამდე ჩემთვის ეთქვა, ,,იცი შენ 04/08/13ში იდგები ტექ. უნივერსიტეტის სტადიონზე და სცენაზე იქნება ადამიანი, რომლის ლაივში მოსმენაზე ვერც კი იოცნებებდი ვერასდროს”_ხო, ასე მოხდა..

993978_635826859774644_1691390162_n

შეიძლება სტამბოლის ნახვის ემოციები დაცხრა და მოყოლაც შემიძლია, მაგრამ აი the wall live-ზე ჯერ ისევ ვერ ვლაპარაკობ. უბრალოდ ვიდექი სცენასთან საკმაოდ ახლოს  2 საათი გაუნძრევლად და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი (რა კარგად ჩაჯდა 🙂 ). ლაივი რომ დამთავრდა, მე ისევ ისე ვიდექი, ამჯერად უკვე ვტიროდი და არ არსებობდა დედამიწაზე სხვა არაფერი იმ წუთას ჩემთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც სცენაზე ვნახე.

ეხლა უკვე ყველაფერი მენატრება: ჩვენი პატარა სასტუმრო, ღამის 3 საათზე ჩემ მიერ აივნიდან ნამღერი “დიბიდი დიბიდი და”, ტაქსიმი, მაღაზიების მეპატრონეების მიერ განებივრებული უპატრონო ფისოები, ქუჩის მუსიკოსები, ხიდის ქვეშ შემწვარი უგემრიელესი თევზის გემო, ორიგინალური ნაყინის გამყიდველი, ტყავის საოცარი ჩანთების გამოფენა-გაყიდვა, სუფთა ქუჩები და გემრიელი სამზარეულო, მომღიმარი პერსონალი ყველგან (!) და ჩემი გაუთავებელი ბოდიალი მაღაზიებში.

ძალიან მინდოდა პატარა გარეუბნებში გავლა, ცოტა უფრო რეალურთან მიახლოვებული თურქული ყოფის ნახვა, იმიტომ რომ ადგილები, სადაც მე დავდიოდი იყო მხოლოდ ქალაქის ცენტრი, ჩანდა მხოლოდ ის, რისი ჩვენებაც  უნდოდათ თურქებს აბეზარი ტურისტებისთვის.

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქს არ სძინავს. გავსულვართ ღამის 5ზე ქუჩაში და ზუსტად იმდენივე ხალხი გვხვდებოდა გარეთ, რაც შუადღეს დავტოვეთ. ხანდახან უფრო მეტიც, იმიტომ რომ საპროტესტო აქციები იყო 🙂 ორჯერ მოვყევით დარბევაში მე და ჩემი მეგობარი და ბოლოს მივხვდით  რომ არ უნდა გავქცეულიყავით არსად, ჩვენ არ მოგვდევდნენ 🙂

იყო რაღაცეები,რითაც მოვიხიბლე და პირიქით.

მომეწონა კვების ობიექტებში შეკვეთილ კერძამდე მორთმეული უფასო მადაზე მოსაყვანი რაღაცეები 🙂

მხიარული  და ზრდილობიანი გამყიდველები, რომლებიც ხვდებოდნენ რომ მათ ხასიათზე და ვიზუალზე იყო მათი შემოსავალი დამოკიდებული და ხანდახან მზად იყვნენ ნახევარ ფასში გაეწიათ მომსახურება, იყო ეს რესტორანი, ბაზარი თუ მაღაზია.

უპატრონო ცხოველებისადმი დამოკიდებულება: თითქმის ყველა მაღაზიის წინ იდგა მათთვის საჭმელი და წყალი. არც წიხლებს ურტყამდათ ვინმე და არც ადუღებულ წყალს ასხამდა.

არ მომეწონა თურქი მამრების ამჩატებული ხასიათი მას შემდეგ, რაც გაიგებდნენ, რომ ქართველი ხარ. თუმცა ყველამ იცის რომ ეს მათი კიარა ქართველების ბრალია. (აქ რა მოსატანია, მაგრამ ერთი შვეიცარიელი მიყვებოდა რომ მის ქვეყანაში არის პოლიციის  განყოფილება, რომელიც მხოლოდ ქართველ კრიმინალებზე მუშაობს.)

ხოდა ასე იყო,წამოვედი სტამბოლიდან იმ დიდი იმედით, რომ ოდესმე კიდევ დავბრუნდები ამ ქალაქში და კიდევ ერთხელ შევიგრძნობ ემოციების იმ ნაზავს, რომლითაც ვიკვებები აგერ უკვე რამდენი თვეა..

This slideshow requires JavaScript.

შენიშვნა  —  Posted: ნოემბერი 4, 2013 in მე მე მე
ტეგები:, , , , , , , , , , , , , ,